სპორტის მინისტრმა ახალგაზრდა მოკრივეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ჩეხეთში კრივში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით დაასრულა, ბიჭებში კი გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს ლუკა ჩხიკვაძემ, აკაკი ბასარიამ და ზუკა ჭოჭუამ, ვიცე-ჩემპიონები კი დავით მხეცაძე და ელნურ აბდულაევი გახდნენ.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე, ფედერაციის წარმომადგენლები და მწვრთნელები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უახლესი

მსგავსი სტატიები