— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
კულტურა

Stray Kids-მა ახალი ალბომი გამოუშვეს და Billboard-ის რეკორდი გააუმჯობესეს

Stray Kids-მა ახალი ალბომი გამოუშვეს და Billboard-ის რეკორდი გააუმჯობესეს

კეი-პოპ ჯგუფის Stray Kids ახალმა მინი-ალბომმა Do It ჩარტში Billboard 200 პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ჯგუფმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა – ეს მათი მერვე ალბომია, რომელიც ჩარტში პირველ ადგილს იკავებს.

ამასთან, Do IT-მა პირველი ადგილი „წაართვა“ ტეილორ სვიფტის ბოლო ნამუშევარს The Life of a Showgirl, რომელიც ჩარტში პირველ ადგილს რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდა.

სექტემბერში, ალბომ KARMA-ს გამოშვების შემდეგ, Stray Kids-ი პირველი ჯგუფი გახდა ჩარტის ისტორიაში, რომელთა შვიდივე ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა. ამით მათ კეი-პოპ ჯგუფის BTS-ის შედეგი გააუმჯობესა, რომელთა ალბომებიც ჩარტის სათავეში ზედიზედ 6-ჯერ მოხვდა.