თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

სუს-ის მიერ ჩატარებული ოპერაცია – ჩხრეკით, პროცესუალური მოქმედებებითა და გამოძიების ოფიციალური დადასტურებით – ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლება თანმიმდევრულად ახორციელებს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა შერჩევით სამართალს. არც “ოპოზიციასთან და არც ექს-ხელისუფლებასთან ასოცირებული გვარები, ყოფილი თანამდებობები და პოლიტიკური წარსული – აღარ წარმოადგენს დამცავ ფარს – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას დაკავებას.

სუს-ის მიერ ჩატარებული ოპერაცია – ჩხრეკით, პროცესუალური მოქმედებებითა და გამოძიების ოფიციალური დადასტურებით – ნათლად…

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ახალაიას დაკავება მკაფიო პოლიტიკური სიგნალია: რევანშისტული მცდელობები, ქვეყნის ძალადობისა და ქაოსის ეპოქაში დაბრუნებისკენ, მკაცრად იქნება აღკვეთილი. საქართველო აღარ არის ქვეყანა, რომელიც დესტრუქციასთან კომპრომისზე მიდის, ან მომავალში წავა.

„რაც შეეხება ბაჩო ახალაიას დაკავებას – სახელმწიფო გადადის შეტევაზე და გამოდის თავის მართლების რეჟიმიდან.
ბაჩო ახალაიას დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, არ არის მხოლოდ კრიმინალური ქრონიკის მორიგი ეპიზოდი – ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი მთელი საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის. მინდა მჯეროდეს, რომ ამ დაკავებით ქვეყანაში დასრულდა ქუჩის შანტაჟის ეპოქა.
სუს-ის მიერ ჩატარებული ოპერაცია – ჩხრეკით, პროცესუალური მოქმედებებითა და გამოძიების ოფიციალური დადასტურებით – ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლება თანმიმდევრულად ახორციელებს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა შერჩევით სამართალს. არც “ოპოზიციასთან და არც ექს-ხელისუფლებასთან ასოცირებული გვარები, ყოფილი თანამდებობები და პოლიტიკური წარსული – აღარ წარმოადგენს დამცავ ფარს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საუბარია არა პოლიტიკურ რიტორიკაზე, არამედ კონკრეტულ ეპიზოდებზე, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხეებსა და დესტაბილიზაციის მცდელობებს უკავშირდება. სახელმწიფო არ დაელოდა ვითარების უკონტროლო ფაზაში გადასვლას და წინმსწრებად იმოქმედა – ძლიერი სახელმწიფოს პროფესიული სპეცსამსახურების საუკეთესო ტრადიციებში.
ეს საქმე საბოლოოდ ამსხვრევს მითს „სუსტი ხელისუფლების“ შესახებ. პირიქით, ვხედავთ ფუნქციონირებად სახელმწიფოს, სადაც ძალოვანი და სამართლებრივი ინსტიტუტები მოქმედებენ ზედმეტი ხმაურისა და ოპოზიციური ისტერიის გარეშე.
ახალაიას დაკავება ასევე მკაფიო პოლიტიკური სიგნალია: რევანშისტული მცდელობები, ქვეყნის ძალადობისა და ქაოსის ეპოქაში დაბრუნებისკენ, მკაცრად იქნება აღკვეთილი. საქართველო აღარ არის ქვეყანა, რომელიც დესტრუქციასთან კომპრომისზე მიდის, ან მომავალში წავა.“ – წერს ქართველიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

19 სთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

19 სთ წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

20 სთ წინ2 წთ