„დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ორი რეიტინგული ქართული ტელეკომპანიის სანქცირების შესახებ არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რამდენად აცდენილია დღევანდელი დასავლეთი საკუთარ დეკლარირებულ ღირებულებებს.
წლების განმავლობაში გვესმოდა ლექციები სიტყვის თავისუფლებაზე, მედიის პლურალიზმზე და დემოკრატიის სტანდარტებზე, თუმცა რეალობაში ვხედავთ სრულიად საპირისპირო ქმედებას.
დაუშვებელია, რომ სანქციები შეეხოს მედიას მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სარედაქციო პოზიცია ვიღაცისთვის მიუღებელია.
ეს ტელეკომპანიები სარგებლობენ საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით და წარმოადგენენ ქართული მედია სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს. მათი სანქცირება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დასავლეთი მზად არის თავისუფალი მედიის შეზღუდვაზე წავიდეს, თუ ეს მის პოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება.
განსაკუთრებით ხილულია ორმაგი სტანდარტი.
ის საკითხები და შეფასებები, რასაც ეს ტელევიზიები აჟღერებენ, ხშირად გვხვდება დასავლურ მედიაშიც, თუმცა იქ ეს „აზრის მრავალფეროვნებად“ ითვლება, ხოლო საქართველოში სანქციის საფუძვლად.
ეს უკვე შერჩევითი სამართლის ნიშნებს ატარებს.
დღევანდელი დასავლეთის ნაბიჯები სულ უფრო ნაკლებად ჰგავს იმ დემოკრატიულ იდეალებს, რომლებსაც თავად აშენებდნენ.
როდესაც განსხვავებული აზრი სანქციის საფუძველი ხდება, რთულია საუბარი დემოკრატიის მაღალ სტანდარტზე და სიტყვის თვისუფლებაზე.“ – წერს მეგრელიშვილი.
თამთა მეგრელიშვილი „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებაზე: როდესაც განსხვავებული აზრი სანქციის საფუძველი ხდება, რთულია საუბარი დემოკრატიის მაღალ სტანდარტზე და სიტყვის თვისუფლებაზე
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი
პოლიტიკა