თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მკვდარი და მხილებულია ოპოზიცია, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ გარე დაკვეთის შემსრულებლის ფუნქცია დარჩა და 2008 წლის ომის შემდეგ დღემდე, ისევ მოღალატის სახელით ახალი დავალების მოლოდინშია

თამთა მეგრელიშვილი: მკვდარი და მხილებულია ოპოზიცია, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ გარე დაკვეთის შემსრულებლის ფუნქცია…

მეგრელიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აჩრდილის ჭირისუფალთათვის, (მის წიაღში შობილი ოპოზიციისათვის) ,,რუსოფობია” დღეს დაკვეთილი დავალებაა და არა მათი პოლიტიკური დამოკიდებულება ან პატრიოტული განწყობა.

„მკვდარი და მხილებულია ოპოზიცია, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ გარე დაკვეთის შემსრულებლის ფუნქცია დარჩა და 2008 წლის ომის შემდეგ დღემდე, ისევ მოღალატის სახელით ახალი დავალების მოლოდინშია.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელი ხელისუფლების (რომელიც დღეს ოპოზიციის ბირთვია) მიერ რუსეთის მიმართ ანტი რუსული განწყობები, ,,რუსოფობია“, ყველა თვალსაზრისით ლოგიკური უნდა ყოფილიყო, მაგრამ მათი მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ არაერთი აქტიური ნაბიჯი გადაიდგა.
2008 წლის ომის მძიმე ფონის შემდეგაც კი, მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებში ანტი რუსული განწყობები არ იკითხებოდა, მაგრამ 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე ოპოზიციური როლიდან ამავე ხალხის მიერ, უკრაინის მიმართ პოლიტიკურად გამოვლენილი განწყობები ისეთ მასშტაბებს გასცდა, რომ ვფიქრობ რუსეთ – საქართველოს ომის დროს, ლოგიკური ანტირუსული განწყობები, მიხეილ სააკაშვილს და მათ გუნდს 2008 წელს პატრონებმა აუკრძალეს, 2022 წელს კი, რუსეთ – უკრაინის ომის დროს პირიქით, ისევ პატრონების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მათ ეს პირდაპირ დაევალათ!
2008 წლის მოვლენების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ პოლიტიკური ზომიერების ფარგლებშიც კი ანტი რუსული, “რუსოფობიური” განწყობების არ გამოვლენამ და ღრმა ძილმა და 2022 წელს უკრაინისადმი ამ მხრივ უჩვეულო თავდადებამ, რა თქმა უნდა 2008 წელს მათი მდუმარება არათუ გადაფარა, არამედ ამხილა.
მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი გარე ძალების აბსოლუტურ დაქვემდებარებაში იყო და ასეც რჩება.
მათ დამოუკიდებლად არავითარი პოლიტიკური მანევრის უფლება არ აქვთ.
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აჩრდილის ჭირისუფალი, მისივე გუნდი, იმღერებს იმას რასაც დაუკვეთავენ და შეასრულებს იმას რაშიც გადაუხდიან!
რუსეთ- საქართველოს ომის დროს ,,რუსოფობია” აკრძალული იყო!
რუსეთ- უკრაინის ომის დროს “რუსოფობია” ქართული ოპოზიციის მთავარი პოლიტიკური დავალება და მოქმედების ძალაა!
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აჩრდილის ჭირისუფალთათვის, (მის წიაღში შობილი ოპოზიციისათვის) ,,რუსოფობია” დღეს დაკვეთილი დავალებაა და არა მათი პოლიტიკური დამოკიდებულება ან პატრიოტული განწყობა!
ამის მძიმე, მაგრამ კარგი მაგალითი 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომია.“ – წერს მეგრელიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

17 წთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

3 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ