— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა – თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმგზავრა

თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა –…

თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა – თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, იმგზავრა.

პრემიერმა რკინიგზაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რკინიგზის მოდერნიზაცია გაგრძელდება.

„დღეს ბათუმამდე ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს. მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და ახლა შემცირებულია 4 საათამდე, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის. ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანია ეს ცვლილება. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა და ეს ცვლილება, რაც შეეხო სამგზავრო მატარებელს, ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულებაა. კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი რკინიგზის განახლების მიმართულებით, რაზეც საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდიდით ინფორმაციას და ყველა ეს რეფორმა სათანადო ვადებში იქნება განხორციელებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ლიანდაგის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად გაიზარდა სიჩქარე და მოიხსნა შეზღუდვები ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობებისთვის.

სამგზავრო დროის შემცირებას ასევე ხელი შეუწყო უღელტეხილის მონაკვეთზე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებამ. სარკინიგზო ხაზის გასწვრივ წინასწარ იდენტიფიცირებულ ადგილებში დამონტაჟდა დამცავი ღობეები.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამგზავრო სადგურებსაც. გარდა ამისა, მიმდინარეობს მატარებლების კაპიტალური შეკეთება, ასევე დაწყებულია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

11 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

11 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

11 სთ წინ3 წთ