დედაქალაქი ხვალ რიგით მეხუთე აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიებები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია, დღეს ადგილზე ეკონომიკის მინისტრი იმყოფებოდა. ფორუმს წელს 2 000-მდე დელეგატი დაესწრება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია, სადაც განიხილება ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულები.


