— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

თბილისის მერია: თბილისის მერი კახა კალაძე გამრეკელის ქუჩაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

თბილისის მერია: თბილისის მერი კახა კალაძე გამრეკელის ქუჩაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1200 მმ-იანი მაგისტრალური…

მისი განმარტებით, გამთენიისას მომხდარი ავარიის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები, ბინები, სარდაფები და კერძო ავტომობილები დაზიანდა, თუმცა ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს ამოტუმბვის სამუშაოები.

„დაზარალებულ ოჯახებში ვიყავი. ფაქტობრივად ყველაფერი განადგურებულია. თუ კი რაიმე გააჩნდათ ადამიანებს არის გაუბედურებული. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან. ყველა ხარჯს საკუთარ თავზე აიღებს კომპანია GWP. თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ კონკრეტული ოჯახები გავიყვანოთ, დროებით საცხოვრებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოვახდინოთ, ამაზეც გვაქვს სრული მზადყოფნა. ყველა ოჯახის ზარალი ანაზღაურდება, ეს შეეხება სარემონტო სამუშაოებს თუ ავეჯის შეძენას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქალაქში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამოცვლით იწყება.

„რაც შეეხება მიწის ქვემოთ არსებულ კომუნიკაციას, ცხადია, ეს მხოლოდ GWP-ს არ ეხება. არის სხვა საკომუნიკაციო ქსელებიც, რომელიც არის ამორტიზებული, წარმოადგენს პრობლემას და შემთხვევით არ არის ის, რომ ყოველ შემთხვევაში ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ 2017 წლიდან რაც თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია და მხარი დაგვიჭირა, მაშინდელი მოყოლებული, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პირველი რასაც ვაკეთებთ, ზუსტად ეს არის არსებული ქსელის განახლება, მოწესრიგება, რომ შეიქმნას ისეთი კომუნიკაციები, რომ ათეულ წლებს გაუძლოს. რა თქმა უნდა, თბილისი უძველესი ქალაქია, არის პრობლემა მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები. ხშირად, როდესაც ვაწარმოებთ გარკვეულ სამუშაოებს, რეაბილიტაციებს და პირველი კომუნიკაციები კეთდება, ეს გარკვეულ უკმაყოფილებასაც იწვევს საზოგადოებაში, დისკომფორტიც ახლავს ამას, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ ამ სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. არ უნდა ვიყოთ ზედაპირულები, როდესაც შევდივართ კონკრეტული გამზირების ან ქუჩების რეაბილიტაციით, რა თქმა უნდა, ყველა პროექტში მოგვყვება კომპანია GWP და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე, GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალეზი და GWP-ის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი გიგა ნადირაძე იმყოფებოდნენ

მსგავსი სიახლეები.