თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

თელავში პროექტის – „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა

თელავში პროექტის – „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის – „გმირის დღე“ პრეზენტაცია თელავში გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა. მან პროექტის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის პრეზენტაცია საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, კომისიის წევრებმა: რიმა ბერაძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ღონისძიება თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა და მას თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ. ახალგაზრდებმა მოისმინეს ლექცია – „წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ცხოვრება და განვლილი გზა კახეთის დედოფლობიდან მოწამებრივ აღსასრულამდე“.

ახალგაზრდებმა თელავის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.