ბატონი ზაზა ბევრ საინტერესო იდეასა და მსჯელობას გვთავაზობს. საქმე ის არის, რომ ვინც მას ოპონირებას უწევს, ხანდახან მის აზრებს კი არ უწევს ოპონირებას, არამედ გარშემო შემოვლით რაღაცა იდეებს. მოდაში შემოვიდა მათი მხრიდან, რომ როდესაც კაცი რეალობაზე საუბრობ, ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ შენ ეს რეალობა მოგწონს, ან არ მოგწონს. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ მე ეს რეალობა მომწონს, მაწყობს, არ მაწყობს, აქ იმაზეა საუბარი, რომ თვალები გავახილოთ ეს არის რეალობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო წერილზე საუბრისას.
შარმანაშვილის განცხადებით, ზაზა შათირიშვილს უჩნდება ლეგიტიმური კითხვები აშშ-ის ზრახვებზე ევროპასთან დაკავშირებით და ის ყალბ ნარატივს არ ეფუძნება.
„ამერიკასა და ევროპას შორის რომ დაპირისპირება არის თითქმის ყველა დონეზე, ეს რეალობაა. ეს ხომ რაღაც მოსაზრება არ არის მგონი ასე ხდება. ტარიფების გაზრდა გრელანდიის გამო რეალობაა თუ მოსაზრება? – რეალობაა. ბატონ ზაზასაც უჩნდება ეს კითხვები, რა ხდება. რა მოკავშირეობაზეა ლაპარაკი? ხომ არ უნდა აშშ-ს ევროპის დასუსტება და შემდგომში თავისი უპირატესი პოლიტიკის გატარება თუნდაც ევროპის კონტინენტზე და მთელს მსოფლიოში? ეს კითხავ ლეგიტიმურია, ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ არის. იმიტომ რომ, რაღაც ყალბ ნარატივს ხომ არ ეფუძნება?“- განაცხადა შარმანაშვილმა.
შარმანაშვილის განცხადებით მსოფლიოში დღეს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე ევროპასა და ევრობიუროკრატებს ბუმერანგივით უბრუნდებათ უკან საქართველოს ეროვნულობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.




