— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა ყოველთვის და ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები მაგრად დაუდგნენ, საკმაოდ სერიოზული ომი გადაიტანეს რუსულ მხარესთან, რომ არ აღმოჩენილიყო სასამართლოს გადაწყვეტილებებში, არაფრით ამართლებს იმას, რასაც “ნაცმოძრაობამ” მხარი დაუჭირა

თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა ყოველთვის და ის…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, ევროსაბჭოს მიერ 2008 წლის 2 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში არსებულ მე-5 და მე-11 პუნქტებზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა რეპლიკებს უპასუხა და აღნიშნა, რომ იმის თქმა, თითქოს ხსენებულ პუნქტებში არსებულ ჩანაწერებს უარყოფითი შედეგები ქვეყნისთვსი არ მოუტანია, არასწორია.

შარმანაშვილის შეფასებით, ამ ჩანაწერებზე დათანხმებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ უზარმაზარი რისკის წინაშე დააყენა ქართული სახელმწიფო და ის, რომ ქართული მხარის, იურისტების დიდი ძალისხმევის შედეგად საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებში აღნიშნული პუნქტები არ არისახა, არაფრით ამართლებს “ნაცმოძრაობის” ქმედებას და რეზოლუციის მხარდაჭრას.

“ახლაც ითქვა, გუშინაც გაიჟღერა ამ საკითხმა, რომ ნუ ვისაუბრებთ ამ თემაზე, [ევროსაბჭოს რეზოლუციის] მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებზე, ვინაიდან ამას უარყოფითი შედეგი ხომ არ მოუტანია საბოლოო ჯამშიო. რა ძალისხმევა დაჯდა ამ სასამართლოებში, რომ მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტების გაბათილება მომხდარიყო ისეთი ფორმით, რომ ის არ ასახულიყო ამ სასამართლოების გადაწყვეტილებებში, ეს საყოველთაოდ ცნობილია და ამაზე ბევრს გამოუთქვამს აზრი. ასე რომ, როგორ არ მოიტანა – რუსეთმა ეს ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა და ჩვენ წინააღმდეგ იყენებდა ყოველთვის. და ის, რომ ჩვენი იურისტები, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები მაგრად დაუდგნენ ამ საქმეს, საკმაოდ სერიოზული ომი გადაიტანეს რუსულ მხარესთან, რომ ეს არ აღმოჩენილიყო სასამართლოს გადაწყვეტილებებში, არაფრით ამართლებს იმას, რაც მათ გააკეთეს და რასაც მათ მხარი დაუჭირეს ამ რეზოლუციაში. ასე რომ, ასე ნუ იტყვიან სასახად, რომ ხომ არაფერი მომხდარაო. როგორ არ მომხდარა, დიდი რისკი იყო, უზარმაზარი რისკის წინაშე დააყენეს საქართველოს სახელმწიფო და ის, რომ ჩვენებმა ივაჟკაცეს და ის, რომ ჩვენებმა ყველაფერი გააკეთეს ამის ნიველირებისათვის, არაფერ შუაში არ არიან ამ საქმესთან მოპასუხის წარმომადგენლები. ამიტომ ამაზე ყურადღების მიქცევა მინდოდა,” – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.