— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს: ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა? – ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ, იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა

თენგიზ შარმანაშვილი “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს: ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რაც ხდებოდა გამოძიებაში…

თქვენ ახლა გინდათ რაღაცები ამოკრიფოთ და ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგგიზ შარმანაშვილმა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ადამიანის უფლებების და სხვა სახის სისტემური და სისტემატური დარღვევის ფაქტები, ერთეულ შემთხვევებად წარმოაჩინონ.

“როცა ერთიანი მიზანია შექმნა სახელმწიფოში რეპრესიული აპარატი, მათ შორის, საკანონმდებლო უზრუნველყოფით – ასე ნუ ამოაგდებთ ერთი კანონის მიღებას – და ეს აგვირგვინებს უბრალოდ ეს საკანონმდებლო პროცესი იმას, რაც მანამდე ხდებოდა. ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, ის, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ის, რაც ხდებოდა ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა, ოჩიგავას საქმე არის ერთი კაცის საქმე, თორემ იქ სტრასბურგი წერს, რომ ამ ერთ შემთხვევაში სისტემური და სისტემატური ერთ კაცზე მოხდა? – ხომ უნდა გქონდეს ლოგიკა, რომ დააკავშირო. არის კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც შენ გაქვს მიზანი, რომ რეპრესიული სახელმწიფო შექმნა და ჩვენ მაგას გიმტკიცებთ, რომ ეს, იმ რეპრესიული სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი ელემენტი იყო,” – განაცხადა შარმანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.