თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
შარმანაშვილი გვარამიაზე: კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება – თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი “ნაცები” როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო – ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ “დიფ სთეითის” ნარჩენები
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი – ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტს აფუჭებს და ცრუ მოლოდინებს წარმოშობს, უნდათ, ხელოვნურად შექმნან მოლოდინები

თენგიზ შარმანაშვილი – ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტს აფუჭებს და ცრუ მოლოდინებს წარმოშობს…

საქართველოს პრეზიდენტს 24 საათის განმავლობაში შეუძლია, ნებისმიერი აქტის გამოცემა, რაც მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას შეესაბამება, შეიძლება რაღაც ტექნიკური საკითხები იყო დასაზუსტებელი, რაღაც დოკუმენტაცია იყო დამატებით მოსაძიებელი, რაც მთავარია, შეწყალების აქტი გამოიცა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი კაცის გათავისუფლებაც ღირს, რომ ერთი საათით გვიან გამოსცე ასეთი აქტი.

„შეიძლება, თუნდაც ერთი ადამიანის საკითხი იყო დასაზუსტებელი. ერთი კაცის გათავისუფლებაც ღირს, რომ ერთი საათით გვიან გამოსცე ასეთი აქტი. ვერ გეტყვით რასთან იყო ეს დაკავშირებული, მაგრამ, თუნდაც ერთი ან ორი კაცის დამატებითი ინფორმაციის მოძიება, რომ შეწყალებულთა სიაში მოხვედრილიყვნენ, ღირდა, რომ ერთი, ორი ან მეტი საათით გვიან გამოცემულიყო ეს აქტი. პრეზიდენტს უფლება აქვს, შეწყალების აქტის გამოცემამდე ვინმესთან კონსულტაცია არც კი გაიაროს. შეწყალების აქტები პერიოდულად გამოდის და არ არის დაკავშირებული მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებთან. მომავალშიც იქნება ეს ჰუმანური აქტები, საქართველოს პრეზიდენტი ვინმეს თუ თვლის შესაწყალებლად, მომავალშიც არ იქნება გვიან ასეთი გამოცემა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

როგორც შარმანაშვილი აცხადებს, საპარლამენტო რესპუბლიკების პრეზიდენტები კონსტიტუციურად პოლიტიკისგან მოწყვეტილი არიან, როდესაც ასეთი ტიპის აქტებთან გვაქვს საქმე.

„ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტს აფუჭებს და ცრუ მოლოდინებს წარმოშობს. გავყვეთ ჩვენს კონსტიტუციურ ჩანაწერს. კონსტიტუციამ გადაწყვიტა, რომ ეს უნდა იყოს ჰუმანიტარული, აპოლიტიკური აქტი, მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების სფერო და არა სხვა ვინმესი. ასეთ ვითარებაში უფრო მეტი ჰუმანიზმია, ვიდრე პოლიტიკური ანგაჟირების დროს. არავითარი მოლოდინები არ შექმნილა, უბრალოდ, უნდათ, ხელოვნურად შექმნან ასეთი მოლოდინები. ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც საქართველოში ტრიალებს, უნდათ, პოლიტიკური დაპირპირებებისა და ურთიერთბრალდებების სფეროში გადაიტანონ. ეს ძალიან ცუდია და ხელს უშლის შიდა სამოქალაქო ინტეგრაციას საქართველოში. ბოლო წლების განმავლობადი რა გვესმის? არ გცნობ, არ მინდა, პარლამენტში არ შემოვალ, შენ ვინ ხარ საერთოდ, არ გცნობ და როგორც გინდა, ისე მოიქეცი, არ მაინტერსებს. ამავე დროს, უნდათ, შექმნან მოლოდინი, რომ ადამიანი, რომელიც არაკანონიერად მიაჩნიათ, უნდა იქცეოდეს ისე, როგორც მათ სურთ. იმდენად აბსურდული სიტუაციაა, რომ ასე გაგრძელება წესით აღარ უნდა შეიძლებოდეს. ჩვენ უკვე მიგვაჩვიეს ამ აბსურდულობას და ამ დაპირისპირებების საკითხებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, ყველამ კარგად დაინახა, რომ შიდა დაპირისპირება საქართველოდან არ იმართება.

„მილიონები იხარჯება, რომ ერთმანეთს არ დაველაპარაკოთ. უზარმაზარი შეცდომები დააშვებინეს ოპოზიციას. 61 ოპოზიციონერი დღეს საქართველოს პარლამენტში არ ზის და ოპონირებას უმრავლესობას არ უწევს. ერთი შეხედვით, თითქოს ჩვენთვის, უმრავლესობისთვის კომფორტულია, მაგრამ საქართველოს მომავლისთვის კომფორტული და სწორი არ არის. აქ უნდა ყოფილო პოლიტიკური ჭიდილის ასპარეზი. ეს ყველაფერი ამის გამოძახილია და ყალბი მოლოდინების შექმნაც ამის ნაწილია – ყველაფერი, მათ შორის ჰუმანური აქტებიც კი, გამოყენებული უნდა იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და  დაპირისპირებისთვის. დაპატიმრებულებისთვის მიმართვა და პედალირება, რომ მშობლებს განწყობა შეუქმნან პოლიტიკური ყალბი ნარატივებისთვის, ძალიან ცუდია“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

მსგავსი სიახლეები.

შარმანაშვილი გვარამიაზე: კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო… პოლიტიკა

შარმანაშვილი გვარამიაზე: კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება – თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ

32 წთ წინ2 წთ
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური… პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას

17 სთ წინ2 წთ
უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC პოლიტიკა

უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC

18 სთ წინ1 წთ