— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია – პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – პუტინი, საფრანგეთში პროცესებია – პუტინი, „ჩელიაბინსკის სინდრომი“ მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას? შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ ძალადობის დაგმობა ალბანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ ვერ ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით, პასუხი მარტივია, თავად ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი პროდუქტის ფასებზე: გვინდა, ეს საკითხი ფუნდამენტურად შევისწავლოთ. ვიცი, რა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელის პრინციპულობა ამ საკითხში, დარწმუნებული ვარ, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი

თენგიზ შარმანაშვილი პროდუქტის ფასებზე: გვინდა, ეს საკითხი ფუნდამენტურად შევისწავლოთ. ვიცი, რა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელის…

გვინდა, რომ ეს საკითხი ფუნდამენტურად შევისწავლოთ და ეს ორკვირიანი ეფექტის მომტანი კი არ იყოს, არამედ დალაგდეს სწორი წესები, სადაც თითქმის გამორიცხული იქნება ასეთ სუპერ ზემოგებებზე მუშაობა, რომელიც არაადეკვატურია- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, სადაც საჭირო იქნება ეკონომიკური, თუ სამართალდამცავი ორგანოების გამოყენების საჭიროება, გამოიყენებენ და დარწმუნებულია, რომ ეს საკითხი ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„ფაქტი ერთია, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფასები არის არაადეკვატური. დაასახელა ციფრები საზღვრიდან სავაჭრო ქსელამდე როგორ ძვირდება ყველაფერი. აქ არ არის ლაპარაკი შემოტანამდე რა დაუჯდა ხომ? საზღვარზე რა ფასიც დაუჯდა, იქიდან სავაჭრო ობიექტამდე როგორ ძვირდება ყველაფერი. ამას შეიძლება რამდენიმე მიმართულება ჰქონდეს და თუ დაუკვირდით, კომისია ცალმხრივი არ არის, სამთავრობო. იქ შედის როგორც ეკონომიკური ბლოკი, ისინი შეისწავლიან ხომ არ არის რაიმე ეკონომიკური ბერკეტები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ამის გასაკეთებლად და იქ არის სამართალდამცავი ადამიანების და მათ შორის, ანტიმონოპოლიური მიმართულების ბლოკიც. ანუ, სადაც იქნება სისუსტე ყველა უნდა გამოვლინდეს. თუ ეს ჩვენი კანონმდებლობის დახვეწას მოითხოვს, ამას რა თქმა უნდა, პარლამენტი აიღებს თავის თავზე მთავრობის ინიციატივით იმიტომ, რომ ისინი შეისწავლოიან ამას და მთავრობას აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. ჩვენთანაც შეიქმნება კომისია, რომელიც შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტდება და ისინიც ძირეულად შეისწავლიან. იქ, სადაც ეკონომიკური ბერკეტები იქნება გამოსაყენებელი, გამოვიყენებთ ეკონომიკურ ბერკეტებს. იქ, სადაც სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა იქნება საჭირო და შემჩნეული იქნება, რომ არის კარტერული გარიგებები, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ისინი ჩაერევიან.
გვინდა, რომ ეს საკითხი ფუნდამენტურად შევისწავლოთ და ეს ორკვირიანი ეფექტის მომტანი კი არ იყოს, არამედ დალაგდეს სწორი წესები, სადაც თითქმის გამორიცხული იქნება ასეთ სუპერ ზემოგებებზე მუშაობა, რომელიც არაადეკვატურია, და მით უმეტეს, დანაშაულებრივი ქმედებები და კანონსაწინააღმდეგო კარტელური გარიგებები. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი. თვეებს ვერ ვიტყვი, როდის შეემჩნევა ამ ყველაფერს, მაგრამ ვიცი, რა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელის პრინციპულობა ამ საკითხში, დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე მიიყვანს. რაც შეეხება პარლამენტს, ჩვენი მხრიდან რაც იქნება გასაკეთებელი საკანონმდებლო თუ კომისიის დონეზე ამას გავაკეთებთ“-განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია – პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – პუტინი… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია – პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – პუტინი, საფრანგეთში პროცესებია – პუტინი, „ჩელიაბინსკის სინდრომი“ მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია

6 სთ წინ1 წთ
თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას?

9 სთ წინ2 წთ
შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ ძალადობის დაგმობა ალბანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ ვერ ვნახეთ საქართველოსთან… პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ ძალადობის დაგმობა ალბანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ ვერ ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით, პასუხი მარტივია, თავად ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან

9 სთ წინ5 წთ