— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე გიორგი ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების მქონე პირები, შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც ახალისებდნენ “მოლოტოვის კოქტეილების” და პიროტექნიკის სროლას საქართველოში – გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში ზაალ ანჯაფარიძე: საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება ტრანსფორმირდეს სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებასა და საბოლოოდ ღალატში. ამას კი არავითარი საერთო არა აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან ნიკოლოზ მეტრეველი ჩუბინიძის დაკავებაზე: დავით გარეჯი არავის პოლიტიკური და პარტიული საკუთრება არ არის. არც სამშობლოს სიყვარულია ვინმეს ექსკლუზიური უფლება, რომ ამ სახელით საზოგადოებას ნებისმიერი ბრალდება მოახვიოს თავს და შემდეგ პასუხისმგებლობას გაექცეს – ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: შეეგუონ იმას, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ სასამართლოები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, როგორც საკუთარი ხელისუფლებისგან, ასევე საერთაშორისო აქტორებისგან

თენგიზ შარმანაშვილი: შეეგუონ იმას, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ სასამართლოები იღებენ დამოუკიდებელ…

ჩვენ მივყვებით ჩვენ კონსტიტუციურ პროცედურას, ჩვენ მივყვებით ჩვენ კანონმდებლობას და არავის აქვს უფლება ჩვენი კონსტიტუციის მექანიზმების სწავლება დაგვიწყოს ჩვენ, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ სამოქმედო სივრცე თავად არ დაიტოვა მას შემდეგ, რაც უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

როგორც შარმანაშვილმა განმარტა, საერთაშორისო საზოგადოებას მიმდინარე განხილვაში ჩარევა შეუძლია მაშინ, თუ დაინახავენ რომ უსამართლო სასამართლოს პირობებში რჩება რომელიმე პოლიტიკური აქტორი, თუმცა, მისივე განცხადებით, იმას, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი, ყველა დაინახავს.

„მე მხარული ვიქნებოდი, რომ ეს სივრცე თვითონ დაეტოვებინათ ამ ოპოზიციას თავიანს თავისთვის. იმიტომ, რომ როდესაც შენ მოგცა ხალხმა მანდატი და 61 მანდატი არ აითვისე, არ დაჯექი პარლამენტში და შენივე ამომრჩევლის ნების შესრულება არ დაიწყე, როდესაც არ მიიღე მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, მათმა დიდმა უმრავლესობამ არ მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივ პოლიტიკაზე საერთოდ უარი თქვით, იგივე შენი პარტიული ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზე ფუნქციონირებენ უსაქმოდ დატოვე და შენ თვითონ თქვი ამ საქმიანობაზე უარი, ახლა მე აქეთ მომიწოდა რაღაცისკენ  ცოტა არ არის რბილად რომ ვთქვათ, სამართლიანი.

ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას ჩაერიოს და მიგვითითოს, თუ დაინახავენ, რომ უსამართლო სასამართლოს პირობებში დავტოვებთ ვინმეს. ეს სასამართლო იქნება სამართლიანი, ყველა მხარეს მიეცემა საშუალება თავისი აზრის გამოთქმისა და თავისი პოზიციების დაცვისა და ამას ყველა დაინახავს, მთელი მსოფლიო.

ხოლო ახლა როგორი იქნება გადაწყვეტილება, ამაში ჩარევა არც ჩვენ, ხელისუფლებას შეგვიძლია, და მით უმეტეს არ შეუძლიათ იმ უცხოელ ე.წ. დაუძინებელ მეგობრებს. ამიტომ შეეგუონ იმას, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ სასამართლოები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, როგორც საკუთარი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან, ასევე მით უმეტეს საერთაშორისო აქტორებისგან,“ – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის… პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე

10 სთ წინ3 წთ
გიორგი ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების… პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის სადაავების მქონე პირები, შეტევის ავანგარდში ევროსტრუქტურების პოლიტიკური ლიდერები დგანან, რომლებიც ახალისებდნენ “მოლოტოვის კოქტეილების” და პიროტექნიკის სროლას საქართველოში – გველაპარაკეთ კონკრეტული არგუმენტებით, რომელი ჩვენი ბრალდებაა უსაფუძვლო

10 სთ წინ4 წთ
არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას… პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში

11 სთ წინ2 წთ