— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

The Guardian: ბრიტანელ ტურისტს და კიდევ 20 სხვა ადამიანს დუბაიში ირანის სარაკეტო თავდასხმების ვიდეოების გადაღების ან გაზიარებისთვის ბრალი წაუყენეს

The Guardian: ბრიტანელ ტურისტს და კიდევ 20 სხვა ადამიანს დუბაიში ირანის სარაკეტო თავდასხმების ვიდეოების გადაღების ან…

ბრიტანელი მამაკაცი იმ 20 ადამიანს შორისაა, ვისაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კიბერდანაშაულის კანონების საფუძველზე ბრალი წაუყენეს, რადგან მათ გადაიღეს და გაავრცელეს მასალა, რომელიც ქვეყანაზე ირანის თავდასხმებთანაა დაკავშირებული. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 60 წლის მამაკაცი, რომელიც დუბაიში ტურისტად იმყოფებოდა, ბრალდებულია კანონის დარღვევაში, რომელიც კრძალავს ისეთი მასალის გავრცელებას, რომელმაც შეიძლება საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაარღვიოს.

ლონდონელ მამაკაცს კიდევ 20 ადამიანთან ერთად ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ მის ტელეფონში ირანული სარაკეტო დარტყმის ვიდეო იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მან ვიდეო პოლიციის შენიშვნისთანავე წაშალა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, არაბთა გაერთიანებული საამიროების კიბერდანაშაულის შესახებ კანონები კრძალავს კონტენტს, რომელმაც შეიძლება „საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაარღვიოს“. ვიდეოების ხელახლა გამოქვეყნება ან მათზე კომენტარის გაკეთებაც კი ბრალის წაყენების მიზეზი შეიძლება გახდეს. ასეთ შემთხვევაში, სასჯელი შეიძლება მოიცავდეს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას 20,000–200,000 დირჰამის ოდენობით, ხოლო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დეპორტაციაც ემუქრებათ.