— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

The National Interest: ევროკავშირის ბრალდებები „დემოკრატიული უკუსვლისა“ და სხვა ხარვეზების შესახებ ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების დადებით შეფასებებს – ეკონომიკური თავისუფლების მხრივ საქართველო უსწრებს ევროკავშირის 17 წევრ სახელმწიფოს

The National Interest: ევროკავშირის ბრალდებები „დემოკრატიული უკუსვლისა“ და სხვა ხარვეზების შესახებ ნაკლებად დამაჯერებლად…

ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს მიმართ ანტაგონიზმი განიხილება თითქოსდა მისი კავშირების კონტექსტში რუსეთთან და ირანთან, რაც სხვადასხვაგვარად მიეწერება სახელმწიფოს, მმართველ პარტიას ან მის კონკრეტულ ლიდერებს. ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიუსელში, დიპლომატები და პოლიტიკოსები უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ მოტივებზე: თბილისის წინააღმდეგობა დასავლური ლიბერალური დიქტატების მიმართ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში, სოციალურ თემებში, მათ შორის ლგბტ პოლიტიკასა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლში შიდა პოლიტიკაში, –  ამის შესახებ  The National Interest -ის მიერ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წაყენებული ბრალდებები „დემოკრატიული უკუსვლისა“ და სხვა ხარვეზების შესახებ, ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ფონზე, მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, ქვეყანამ გასულ წელს პოზიტიური შეფასება დაიმსახურა.

„შედეგად, საქართველო ბრიუსელიდან მზარდ ფინანსურ და პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ევროკავშირმა არაერთხელ სცადა საქართველოსთვის სანქციების დაწესება, თუმცა უნგრეთმა და სლოვაკეთმა ამ დრომდე ვეტო დაადეს ყველა ასეთ მცდელობას. თავის ბოლო სანქციების პაკეტში ბრიუსელი იმდენად შორს წავიდა, რომ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის, მაგალითად კულევის პორტის დასანქცირებაც კი შესთავაზა, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობგიგანტი SOCAR შავი ზღვის ოპერაციებისთვის იყენებს.

ევროკავშირმა ასევე შეაჩერა უვიზო მიმოსვლის უფლება „ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის“, როგორც პასუხი თბილისის მიერ „დემოკრატიული უკუსვლისა“ და სხვა ხარვეზების ბრალდებებზე. ეს ბრალდებები ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების ზოგადად დადებით შეფასებებს. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გასულ წელს ქვეყანას შეაქო მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. ანალოგიურად, ეკონომიკური თავისუფლების მხრივ საქართველო უსწრებს ევროკავშირის 17 წევრ სახელმწიფოს,“ – აღნიშნავს The National Interest-ი.

ამავე დროს, სტატიაში საუბარია ვაშინგტონში ფორმირებულ კოალიციაზე, რომელიც საქართველოს მიმართ მკაცრად არის განწყობილი.

„ვაშინგტონში მსგავსი მცდელობები განხორციელდა საქართველოს მიმართ მკაცრად განწყობილი არაფორმალური კოალიციის მიერ, რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინა). უილსონმა წარადგინა MEGOBARI აქტი, კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მკაცრი სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობის თანამდებობის პირების მიმართ. ეს კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცდა, თუმცა, სენატში უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნმა (რესპუბლიკელი, სამხრეთ დაკოტა) შეაჩერა.“ – წერს The National Interest-ი.