თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკოლოზ მეტრეველი: უნდა გვახსოვდეს, ბომბების წვიმაში დგომას, სავიზო რიგში ცოტა ხნით დგომა ნამდვილად ჯობია- საქართველოს სიყვარული ე.წ ვიზალიბერალიზაციაში არასდროს დახურდავდება ჯაბა ხუბუა: ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ ნაცმოძრაობა თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანისნაირი ბნელი არსების ხელში დაასრულებს – ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ იგივე პოსტს ხაბეზე უფრო დაბალგანვითარებული პოლიტიკური პითეკანთროპი დაიკავებდა, თუმცა, ფსკერის გახვრეტა “ნაცების” ხელობაა ფრიდრიხ მერცი – უკრაინა შორეულ პერსპექტივაში გახდება ევროკავშირის ნაწილი მიხეილ სააკაშვილი გია ნოდიაზე: ჩემს ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირს. როგორ ფიქრობთ, 2012-ში ივანიშვილი რომ დამეპატიმრებინა, როგორც ფაშინიანმა დააპატიმრა კარაპეტიანი და სანდუმ პლოხოტნიუკი, ყველა ანგარიში რომ დამებლოკა, მათი მედია ამეკრძალა, ქოცები მაინც გაიმარჯვებდნენ? დიდი ბირტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა – ჯონ ჰილი კირ სტარმერის მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ მან მზარდ საფრთხეებთან გასამკლავებლად საკმარისი დაფინანსება ვერ გამოყო
პოლიტიკა

The Telegraph: ბულგარეთი ევროკავშირის პრო-კრემლისტურ კოშმარად ქცევის ზღვარზეა – ვიქტორ ორბანის უნგრეთიდან წასვლას სწრაფად მოჰყვა ბალკანეთში მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი კიდევ ერთი ლიდერის აღზევება

The Telegraph: ბულგარეთი ევროკავშირის პრო-კრემლისტურ კოშმარად ქცევის ზღვარზეა – ვიქტორ ორბანის უნგრეთიდან წასვლას სწრაფად…

ხანდახან ისე ჩანს, თითქოს ევროკავშირს თავისი წევრების აღმოსავლეთ ნაწილში არასოდეს უმართლებს. როგორც კი უნგრელმა ამომრჩევლებმა 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ბლოკის ყველაზე დაუღალავი კრიტიკოსი, ვიქტორ ორბანი, ძალაუფლებას ჩამოაშორეს, ბულგარელებმა მაშინვე აირჩიეს კიდევ ერთი ე.წ. პოპულისტი, რომელსაც პრორუსული რეპუტაცია აქვს, – წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph, ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის პარტიებისთვის მკაფიო იდეოლოგიური იარლიყების მიკუთვნება ხშირად უშედეგო მცდელობაა, დამკვირვებელთა უმეტესობა რუმენ რადევის პარტია „პროგრესულ ბულგარეთს“, ეკონომიკურ საკითხებში ზოგადად, მემარცხენედ მიიჩნევს, თუმცა, სოციალურ და საგარეო პოლიტიკაში მას კონსერვატიული და ნაციონალისტური ტენდენციებიც ახასიათებს.

“ბატონი რადევი, რომელიც ბულგარეთის პრეზიდენტი იყო, ახლა პრემიერ-მინისტრის გაცილებით გავლენიან პოსტს დაიკავებს, რითაც დასრულდება ეპოქა, როდესაც ბულგარეთის პოლიტიკაში თავისუფალი ბაზრის მომხრე ლიბერალები დომინირებდნენ. თუმცა, ბულგარეთის ევროკავშირელი პარტნიორებისთვის უფრო მეტად შემაშფოთებელი, სავარაუდოდ, ახალი პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ იქნება – საზღვარგარეთიდან კომენტარების დიდი ნაწილი რადევის ზომიერ პრო-მოსკოვურ ორიენტაციაზეა ფოკუსირებული,” – აღნიშნავს გამოცემა.

სტატიის ავტორის თქმით, “თანამედროვე ეპოქაში, „ძმურმა“ დამოკიდებულებამ განაპირობა, რომ ბულგარელებს არ უჭირთ ერთდროულად როგორც აღმოსავლეთისკენ, ისე დასავლეთისკენ ყურება” და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ენთუზიაზმით შეუერთდა როგორც ევროკავშირს, ისე ნატოს, ბულგარეთმა შეინარჩუნა ძალიან მჭიდრო კავშირები რუსეთთან, განსაკუთრებით კი – ენერგეტიკის სფეროში.

“ბულგარეთი ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრიუსელი მზადაა თვალი აარიდოს „კარგი ევროპელების“ საქციელს. ორბანის მთავრობები უნგრეთში ეჭვქვეშ დააყენეს სავარაუდო კორუფციის გამო, მაშინ როცა ცუდ ტონად ითვლება იმის შემჩნევა, რაც რუმინეთში ხშირად გაცილებით უფრო აშკარაა.
მაგრამ, ბატონი რადევისთვის პრობლემა ის არის, რომ ახლა, როცა ბუდაპეშტსა და ვარშავაში პროევროპული ძალები ხელისუფლებაში არიან, რუსეთისადმი ბულგარეთის ტრადიციული სიმპათია, სავარაუდოდ, ბევრად უფრო თვალშისაცემი გახდება, ვიდრე წარსულში იყო.” – წერს The Telegraph-ი.

მსგავსი სიახლეები.

ნიკოლოზ მეტრეველი: უნდა გვახსოვდეს, ბომბების წვიმაში დგომას, სავიზო რიგში ცოტა ხნით დგომა ნამდვილად ჯობია- საქართველოს… პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: უნდა გვახსოვდეს, ბომბების წვიმაში დგომას, სავიზო რიგში ცოტა ხნით დგომა ნამდვილად ჯობია- საქართველოს სიყვარული ე.წ ვიზალიბერალიზაციაში არასდროს დახურდავდება

3 წთ წინ1 წთ
ჯაბა ხუბუა: ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ ნაცმოძრაობა თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანისნაირი ბნელი… პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ ნაცმოძრაობა თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანისნაირი ბნელი არსების ხელში დაასრულებს – ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ იგივე პოსტს ხაბეზე უფრო დაბალგანვითარებული პოლიტიკური პითეკანთროპი დაიკავებდა, თუმცა, ფსკერის გახვრეტა “ნაცების” ხელობაა

2 სთ წინ2 წთ
ფრიდრიხ მერცი – უკრაინა შორეულ პერსპექტივაში გახდება ევროკავშირის ნაწილი პოლიტიკა

ფრიდრიხ მერცი – უკრაინა შორეულ პერსპექტივაში გახდება ევროკავშირის ნაწილი

2 სთ წინ3 წთ