თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

The Times: ყოფილი სამხედრო მეთაურის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს ახალი იარაღისთვის 2030 წლამდე ფული არ ექნება

The Times: ყოფილი სამხედრო მეთაურის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს ახალი იარაღისთვის 2030 წლამდე ფული არ ექნება

ბრიტანული გამოცემა „The Times“-ის ინფორმაციით, გენერალი სერ რიჩარდ ბარონსი აკრიტიკებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს „უკუსვლის“ გამო, რადგან დაფინანსების ნაკლებობა თავდაცვის კომპანიებს საქმიანობის საზღვარგარეთ გადატანისკენ უბიძგებს.

ყოფილი სამხედრო მეთაურის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ ომისთვის მომზადებაზე „ფიქრი“ შეუძლიათ, რადგან დაფინანსების ნაკლებობის გამო ახალი იარაღის შესაძენად 2030 წლამდე ფული აღარ დარჩა.

სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის თანაავტორმა, გენერალმა სერ რიჩარდ ბარონსმა, The Times-ს განუცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო (MoD) გასული წლის ივნისიდან „უკან“ წავიდა მიმოხილვის გამოქვეყნების შემდეგ. მან გააფრთხილა საზოგაოდება, რომ ინვესტიციების ნაკლებობა „ამოწურავს“ ინდუსტრიულ ბაზას, თავდაცვის კომპანიები კი საზღვარგარეთ გადიან.

მისი თქმით, არმიას „ძლივს“ ჰყოფნის თანხა ტრადიციული ეკიპაჟიანი პლატფორმებისთვის – მაგალითად, ტანკებისთვის, ვერტმფრენებისთვის და არტილერიისთვის, თუმცა, არ აქვს რესურსი ერთჯერადი, დიდწილად ავტონომიური სისტემებისთვის, როგორიცაა მოძრავი ტიპის საბრძოლო მასალები, კამიკაძე დრონები ან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები.

„ახლა ფული არ არის და შესაძლოა ოთხი წლის განმავლობაშიც არ იყოს, ამიტომ ბევრმა ტექნოლოგიურად ბრწყინვალე კომპანიამ გერმანიასა და პოლონეთში ან აშშ-ში ფულის გამოყენების გზა გაიკვლია და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რისკის ქვეშ ვართ იმ სამრეწველო ბაზის რეალურად გამოფიტვის, რომელიც ვიცით, რომ გვჭირდება ტრანსფორმაციის განსახორციელებლად, როდესაც ამჟამად ამის საშუალება გვაქვს, რაც, როგორც ჩანს, ოთხი წლის შემდეგ მოხდება“. – განაცხად ბარონსმა.

მისი თქმით, მომავალში გაერთიანებულ სამეფოს მოუწევს თავდაცვისთვის განკუთვნილი თანხების საზღვარგარეთ პროექტებზე დახარჯვა, რაც „სამწუხაროა“.

„თუ ახლა არ დავხარჯავთ ფულს, ამით არა მხოლოდ შევამცირებთ შეკავების შესაძლებლობას და ოპერაციულ ეფექტიანობას, არამედ, შევასუსტებთ ჩვენს ინდუსტრიულ ბაზასაც. შედეგად, როცა საბოლოოდ გვექნება ფული, იძულებული გავხდებით, ყველაფერი უცხოეთიდან შევიძინოთ , რაც არასოდეს ყოფილა ჩვენი გეგმა“ – განაცხადა სერ რიჩარდ ბარონსმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

1 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

1 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ