— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

The Wall Street Journal: ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში ბრუნდება

The Wall Street Journal: ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში ბრუნდება

მილიარდერი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში ბრუნდება და მზადაა 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე „რესპუბლიკელების“ კამპანია დააფინანსოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან სენატორობის კანდიდატს უკვე გამოუყო 10 მილიონი დოლარი, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მისი დაძაბული ურთიერთობები გამოსწორდა.

The Wall Street Journal-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ კვირებში მასკის პოლიტიკურმა გუნდმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა პოტენციურ ქვეკონტრაქტორებთან, რომლებიც ციფრული პროექტების განვითარებისა და შეტყობინებების გაგზავნის პროგრამებზე იმუშავებენ.

როგორც გამოცემა იუწყება, 2024 წელს მასკმა თითქმის 300 მილიონი დოლარი დახარჯა ტრამპისა და „რესპუბლიკელების“ მხარდასაჭერად, რის გამოც ის აშშ-ის უმსხვილეს პოლიტიკურ დონორად იქცა. ახლანდელი დაახლოება, როგორც გამოცემა წერს, განიხილება, როგორც პრაგმატული ალიანსი, რომელიც მასკს შესაძლებლობას მისცემს შეინარჩუნოს გავლენის არხი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ხოლო თეთრ სახლს – ჰქონდეს წვდომა მის რესურსებსა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრიდან მაისამდე მასკი აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ტრამპისა და მასკის ურთიერთობები გაფუჭდა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

10 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

11 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

11 სთ წინ3 წთ