თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?! ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
პოლიტიკა

The Wall Street Journal: ტრამპის მრჩევლები არწმუნებენ მას, ირანის ომიდან გამოსავალი მოძებნოს

The Wall Street Journal: ტრამპის მრჩევლები არწმუნებენ მას, ირანის ომიდან გამოსავალი მოძებნოს

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვა დაჟინებით მოითხოვს, რომ მან რაც შეიძლება სწრაფად ირანთან კონფლიქტიდან გამოსავალი მონახოს, რადგან ხანგრძლივი ომი სერიოზული პოლიტიკური დანაკარგების მომტანი იქნება.

როგორც გამოცემა წერს, მთავარი მიზეზი არის ნავთობზე ფასის ზრდა და ამომრჩევლების უკმაყოფილება, რომლებსაც უკვე ეჭვი ეპარებათ აღნიშნული ომის მიზანშეწონილობაში.

„პრეზიდენტის ზოგი მრჩეველი ბოლო დღეებში მოუწოდებდა მას აშშ-ის ომიდან გამოყვანის გეგმები ჩამოეყალიბებინა და დაემტკიცებინა, რომ სამხედროებმა დასახულ მიზნებს ძირითადად მიაღწიეს“, – წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

ამასთან ერთად, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში კარგად ესმით, რომ გამოსავალი მარტივი არ არის. ირანი დაჩოქილი არ არის, ახალი უზენაესი ლიდერი დანიშნულია, ხოლო აშშ-ის პარტნიორები რეგიონში უხერხული კითხვების დასმას იწყებენ.

თავად ტრამპი ყოყმანობს. ერთის მხრივ, მან განაცხადა, რომ ომი „ძალიან მალე“ დასრულდება, მეორე მხრივ, მან დასძინა, რომ მზადაა „უფრო შორს წავიდეს“.

„პრეზიდენტი ვერ შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, სანამ შთამბეჭდავ გამარჯვებას არ გამოაცხადებს“, – ციტირებს გამოცემა ადმინისტრაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია აღნიშნულ სტატიაში მოყვანილ ცნობებს კატეგორიულად უარყოფს.

„ეს ისტორია სავსეა სიყალბით იმ ანონიმური წყაროებით, რომლებიც, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, პრეზიდენტ ტრამპთან ერთ ოთახში არ იმყოფებიან. პრეზიდენტის მთავარი თანაშემწეები 24-საათიან რეჟიმში ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ წარმატებაზე მუშაობენ და ამ ოპერაციების საბოლოო დასასრული მთავარსარდლის მიერ იქნება განსაზღვრული“, – თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა.

მსგავსი სიახლეები.

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა… პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?!

3 სთ წინ5 წთ
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში… პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა

4 სთ წინ2 წთ
კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და… პოლიტიკა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი

6 სთ წინ2 წთ