— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
კულტურა

თინათინ რუხაძე მოადგილესთან, თეიმურაზ გამცემლიძესთან ერთად, ისტორიულ-დოკუმენტური ფილმის – „ეგრისის დიდი ომის” ჩვენებას დაესწრო

თინათინ რუხაძე მოადგილესთან, თეიმურაზ გამცემლიძესთან ერთად, ისტორიულ-დოკუმენტური ფილმის – „ეგრისის დიდი ომის” ჩვენებას…

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მოადგილესთან, თეიმურაზ გამცემლიძესთან ერთად, ისტორიულ-დოკუმენტური ფილმის – „ეგრისის დიდი ომის” ჩვენებას დაესწრო.

ფილმის იდეისა და პროექტის ავტორია ვასილ მაღლაფერიძე, დამდგმელი რეჟისორი – თამარ ციციშვილი. სცენარი ეფუძნება რომაელი ისტორიკოსების – პროკოპი კესარიელისა და აგათია სქოლასტიკოსის ნაშრომებს.

ისტორიულ-დოკუმენტურ ფილმში ასახულია VI საუკუნის მოვლენები – მსოფლიოს ორი უდიდესი იმპერიის – რომისა და ირანის ბრძოლა აბრეშუმის გზის კონტროლისთვის და ამ დაპირისპირების ეპიცენტრში ქართული სამეფოების მდგომარეობა. ფილმში მოთხრობილია ეგრისის მეფე გუბაზის ურთულესი გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც მან ომში გახვეული სამშობლოს გადასარჩენად მიიღო.

ფილმში გამოყენებული გრაფიკული ვიდეო კადრები შექმნილია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

„ხელოვნება დიდი ექსპერიმენტების სფეროა და, თუ ექსპერიმენტს არ გააკეთებ, დიდ თემას ვერასდროს შეეხები. მთელ შემოქმედებით ჯგუფს ვულოცავ ამ წარმატებას. ეს ისტორია ყველა ქართველმა უნდა იცოდეს და იმედი მაქვს, რომ ამ ფილმს ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.