— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
შაკო კუჭაშვილი „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: სასაცილოა ქართული მიწისა და ეროვნული ღირებულებების დაცვაზე საუბარი იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგებოდნენ და მათ დამცველ ხელისუფლებასაც ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი არ უნდა იდგეს ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ე.წ. კასრების საქმე განსაკუთრებით მძიმე ფაბულის შემცველი საქმეა და წესით, შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს

თორნიკე ჭეიშვილი: ე.წ. კასრების საქმე განსაკუთრებით მძიმე ფაბულის შემცველი საქმეა და წესით, შესაბამისი დანაშაულებრივი…

ე.წ. კასრების საქმე განსაკუთრებით მძიმე ფაბულის შემცველი საქმეა და როგორც შევთანხმდით, აქ არ ვახდენ ამ ყველაფრის დემონსტრირებას, თუმცა, წესით, შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს,  –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „კასრების საქმეზე“ დამნაშავედ ცნეს 11 პირი. როგორც ჭეიშვილმა განაცხადა, მიაკვლიეს ასეულობით დისკს, რომლებზეც იყო სხვადასხვა სახის ფარული ჩანაწერები, მათ შორის, ინტიმური ურთიერთობები, პოლიტიკურ პირთა აუდიოჩანაწერები და ა.შ.

 „ხსენებულ ჩანაწერებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც „კასრების საქმითაა“ ცნობილი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დამნაშავედ იქნა ცნობილი 11 პირი, მათ შორის:

მეგის ქარდავა — შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. დამნაშავედ იქნა ცნობილი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამებასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში.

კოხტა კოდუა — იმავე სამმართველოს თანამშრომელი. დამნაშავედ იქნა ცნობილი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამებასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში.

დავით ჩაგინავა — შსს-ის მაშინდელი თანამშრომელი, იმავე დანაშაულებზე და სხვა პირები.

აქ ერთი უნდა აღინიშნოს: როდესაც მიაკვლიეს ამ კასრებს, საუბარი იყო 401 „CD” და „DVD“ დისკზე. მათ შორის, 31 დისკზე აღმოჩენილი იყო სხვადასხვა პირთა ინტიმური ურთიერთობები, 35 დისკზე – სხვადასხვა ტელეფონის ნომრების დეტალური ამონაწერები, 55 დისკზე – სხვადასხვა პირთა, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირთა ფარული აუდიოჩანაწერები და ა.შ.“ – განაცხადა ჭეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

შაკო კუჭაშვილი „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: სასაცილოა ქართული მიწისა და ეროვნული ღირებულებების დაცვაზე საუბარი იმ… პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: სასაცილოა ქართული მიწისა და ეროვნული ღირებულებების დაცვაზე საუბარი იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგებოდნენ და მათ დამცველ ხელისუფლებასაც

16 წთ წინ5 წთ
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

22 სთ წინ2 წთ
ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ

22 სთ წინ2 წთ