— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: პუტჩის მერე, „ედიკას“ და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი იყო გენშერი. ახლა ვაგნერი, თავის მეტრს, გენშერს ედრება ედიკას შვილობილების დაცვაში თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისგან დავალებით არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული, მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები თენგიზ შარმანაშვილი საერთაშორისო გამოხმაურებებზე: მოწოდება რომ იყოს, ნორმალური ასატანი იქნებოდა, მაგრამ ისინი გვიწყვეტენ ჩვენი კონსტიტუცია რა შემთხვევაში გამოვიყენოთ- რა შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, თუ მათი კარნახით დავიწყებთ კონსტიტუციის გამოყენებას
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: გვაკრიტიკებენ იმის გამო რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას

თორნიკე ჭეიშვილი: გვაკრიტიკებენ იმის გამო რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ჭეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე წარდგენილ სარჩელზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

მისი შეფასებით, პროცესზე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები კონტექსტიდან ამოვარდნილი და უსაფუძვლოა. ჭეიშვილი ხაზს უსვამს, რომ მოსარჩელე მხარე მოქმედებს კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში, ხოლო უცხოური მხარის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა ქვეყნის შიდა მართლმსაჯულებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

„აქ ერთი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მორიგი გამოვლინება უხეში ჩარევის მცდელობისა ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესში. ამ შემთხვევაში მათ, როგორც ჩანს, სამიზნეში ამოიღეს უკვე საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, რაც თავისთავად არის შემაშფოთებელი. ჩვენ გვახსოვს ის, თუ კონკრეტული სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები როგორ სხდებოდნენ სასამართლო დარბაზებში, როდესაც ესა თუ ის რეზონანსული საქმე განიხილებოდა — მაშინ, როდესაც ელემენტარულად მათ არ ესმოდათ საქმის წარმოების ენაც კი და გასაგებია, რასაც ითვალისწინებდა მათი ეს ქმედება და რა მიზანიც ამოძრავებდათ მათ. ამ შემთხვევაშიც ასეთი ტიპის განცხადებები არის აბსოლუტურად, ერთის მხრივ, აბსურდული და, მეორეს მხრივ, ისინი პირდაპირ, ფაქტობრივად, ჩვენ, როგორც მოსარჩელე მხარეს, გამოდის, რომ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის დადგენის მიზნით. ეს არავითარ ლოგიკაში არ შეიძლება ჯდებოდეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი, ალოგიკური და უსაფუძვლო განცხადება.“- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: პუტჩის მერე, „ედიკას“ და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი იყო გენშერი. ახლა ვაგნერი, თავის მეტრს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: პუტჩის მერე, „ედიკას“ და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი იყო გენშერი. ახლა ვაგნერი, თავის მეტრს, გენშერს ედრება ედიკას შვილობილების დაცვაში

2 სთ წინ1 წთ
თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

3 სთ წინ3 წთ
არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი… პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისგან დავალებით

3 სთ წინ2 წთ