— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები და არსებობს მისი დამხობის მცდელობა, ეს თავისთავად კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას გვაძლევს

თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება კონკრეტული ძალადობრივი…

როდესაც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები და არსებობს მისი დამხობის მცდელობა, ეს თავისთავად კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას გვაძლევს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი გულისხმობს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ ხელოვნური საბაბებით ძალადობრივი მოქმედებების დაწყება დაუშვებელია.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ხელისუფლების მიტაცება.

“როდესაც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები და არსებობს მისი დამხობის მცდელობა, ეს თავისთავად კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას გვაძლევს.
რატომ? ხელისუფლების ხალხისგან წარმომავლობის პრინციპი, რაც სახალხო სუვერენიტეტის კონსტიტუციური პრინციპია, გულისხმობს იმას, რომ როდესაც ხალხმა არჩევანი გააკეთა და ლეგიტიმაცია კონკრეტულ ძალას გადასცა, უსაფუძვლო, ხელოვნური საბაბებით დაუშვებელია ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი მოქმედებების დაწყება.
საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლის მესამე პუნქტიდან გამომდინარე, ხელისუფლების მიტაცება დაუშვებელია. ეს რეალურად სწორედ ამ ხასიათს იძენს, როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლო და ხელოვნური საბაბებით ძალადობრივად ილაშქრებენ სახელისუფლებლო ინსტიტუტებზე და ცდილობენ მათ დამხობას.
საქმე გვაქვს შესაბამისი კონსტიტუციური ინსტიტუტების ხელში ჩაგდების, ბლოკირებისა და სხვადასხვა ტიპის ქმედებების მცდელობასთან, რომელთა არაერთი მაგალითიც ჩვენმა საზოგადოებამ შესაბამის წლებში იხილა და რომლებიც აქ უკვე ჩამოთვლილი იყო.” – განაცხადა ჭეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები.