— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნას გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი – სწორედ დემოკრატიის პრინციპთან და კონსტიტუციურ წყობილებასთან მოდის აშკარა კონფლიქტში ის განცხადებები, ქმედებები და რაც მთავარია, მიზნები, რაც დაფიქსირდა

თორნიკე ჭეიშვილი: თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნას…

თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, მათ შორის, გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნას გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი ხალხისაგან, ზოგადად, ეს იქნება პარლამენტის უსაფუძვლოდ არალეგიტიმურად გამოცხადება, არჩევნების იდეის დისკრედიტაცია თუ ა.შ., – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა.

მან უპასუხა პარტია “ახალის” წარმომადგენლის, თენგო თევზაძის შეკითხვას, რომელიც დაინტერესდა სხვა ქვეყნების მაგალითით, მომხდარა თუ არა პარტიის აკრძალვა არჩევნების შედეგების ან ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარების გამო.

როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, მოსარჩელე მხარემ დესტრუქციული უარის ინსტიტუტის, როგორც თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტის შესახებ, უკვე ისაუბრა, თუმცა, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია გადააზღვევს ისეთ შემთხვევებს, როგრიცაა ხალხისგან მინიჭებული მანტადის ბოროტად გამოყენება, არჩევნების დისკრედიტაცია და ა.შ.

“კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ გვქონდა საუბარი, მათ შორის, მანდატზე, დესტრუქციული უარის ინსტიტუტის შესახებ, რომელიც ასევე თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტი და ვფიქრობ, ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ეს არ არის აბსოლუტური პრივილეგია პარლამენტის წევრისთვის, მით უმეტეს, როდესაც ამას აქვს ორგანიზებული ხასიათი – ანუ, ერთობლივად ხდება როგორც მანდატებზე უარის თქმა, ისე შესაბამისი საარჩევნო სიების ჩახსნა უფლებამონაცვლეობის გამოსარიცხად და ა.შ. ეს განმარტებები ჩვენ სასამართლოსთვის მიცემული გვაქვს, სწორედაც რომ შუაშია და ამიტომ, კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ამ თემას და განვმარტავთ, რომ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, მათ შორის, გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნას გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი ხალხისაგან, ზოგადად, ეს იქნება პარლამენტის უსაფუძვლოდ არალეგიტიმურად გამოცხადება, არჩევნების იდეის დისკრედიტაცია თუ ა.შ. – საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ სწორედ დემოკრატიის პრინციპთან და შესაბამისად, კონსტიტუციურ წყობილებასთან მოდის აშკარა კონფლიქტში ის განცხადებები, ქმედებები და რაც მთავარია მიზნები, რაც დაფიქსირდა,” – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა

10 სთ წინ2 წთ
ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს… პოლიტიკა

ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ

14 სთ წინ3 წთ
ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი… პოლიტიკა

ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი ყავდნენ მენშევიკებსაც, ზვიადსაც, მერეც, დღესაც! სულ გვეყოლება! მათი სახელი ლეგიონია!

17 სთ წინ2 წთ