თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: ოპოზიციისთვის ამოსავალი წერტილია გარე პატრონების ინტერესები

თორნიკე ფაღავა: ოპოზიციისთვის ამოსავალი წერტილია გარე პატრონების ინტერესები

“ქართული ოცნების” დეპუტატი, თორნიკე ფაღავა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წერილს ეხმიანება და ყურადღებას ამახვილებს 2008 წლის ომის შემდეგ იმდროინდელი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე, რომელიც გარე პატრონების დავალების შესაბამისად, უკრაინის ომის შემდეგ შეიცვალა.

ფაღავას განმარტებით, მას შემდეგ, რაც გარე პატრონებს რუსეთთან კონფრონტაცია დასჭირდათ, ოპოზიციამ შეცვალა დამოკიდებულება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ინტერესები მათთვის უმნიშვნელოა.

“პრემიერმა ძალიან საინტერესო და ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წერილში იყო აქცენტი, რომელიც დაისვა დასასრულს – რატომ მოქმედებდა მაშინდელი ხელისუფლება და ახლანდელი ოპოზიცია 2008 წლის ომის შემდეგ იმდაგვარად, როგორც მოქმედებდა, რატომ იყო ღია ქართული ეკონომიკა რუსული ინვესტიციებისთვის, რატომ მიჰყიდა იმდროინდელმა ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები რუსულ მთავრობას ფა რატომ არ ჰქონდა მაშინ რუსულ ფულს სუნი. რატომ მოხდა ისე, რომ როდესაც უკრაინას დაესხნენ თავს, მთელი ყოფილი ხელისუფლება გადაიქცა ანტირუსულ პოლიტიკურ ძალად. მაშინ, როდესაც მათ პატრონებს სჭირდებოდათ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა, მაშინ, როდესაც მათ პატრონებს სჭირდებოდათ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები, იმ დროინდელმა ხელისუფლებამ უგულებელყო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები და მათი პატრონების ინტერესებს დაუჭირეს მხარი.
მაშინ როდესაც, ანუ დღეს, მათ პატრონებს სჭირდებათ რუსეთთან კონფრონტაცია, მაშინ, როდესაც მათ პატრონებს სჭირდებათ რუსეთთან სამხედრო ესკალაცია, ისინი ამჯერადაც უარს ამბობენ საკუთარი სამშობლოს, ფორმალურად საკუთარი სამშობლოს – თორემ, ისინი უსამშობლოები არიან – სახელმწიფო ინტერესებზე, არაფრად თვლიან ჩვენი ქვეყნის ეგზისტენციალურ ინტერესებს და დღეს ისინი უჭერენ მხარს რუსეთთან ესკალაციას და სამხედრო დაპირისპირებას. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს სახელმწიფო ინტერესები არაფერს ნიშნავს და მათთვის მთავარი და ამოსავალი წერტილი არის მათი გარე პატრონების ინტერესები”, – აღნიშნა ფაღავამ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ