— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ
საქართველო

ტყიბულში, სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესების შესასწავლად გეოლოგების დამატებითი ჯგუფები შევიდა

ტყიბულში, სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესების შესასწავლად გეოლოგების დამატებითი ჯგუფები შევიდა

ტყიბულში სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესების შესასწავლად გეოლოგების დამატებითი ჯგუფები შევიდა. სპეციალისტების პირველადი დასკვნა სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი. სოფელ კურსებში მეწყერი კვლავ აქტიურია.

ბოლო მონაცემებით, ბეროძეების და გოგოლაშვილების უბანში 10 სახლია დაზიანებული. ტერიტორია კონტროლდება მეხანძრე-მაშველების მიერ. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, რადგან როგორც ტყიბულის მერი ამბობს, დაფიქსირდა მოსახლეობის მხრიდან სტიქიის ზონაში შესვლის მცდელობა.

„მეწყრული პროცესები აქტიურია სტიქიის ზონაში. დაემატა გეოლოგებს სპეციალისტები და დამატებითი ჯგუფები ადგილზე იკვლევენ პროცესებს. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს“, – განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა.

როგორც ცნობილია, სოფელში მეწყერი 58 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე განვითარდა. სოფელ კურსებიდან ორი დღის წინ განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, 45 ოჯახის, დაახლოებით 106 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.