— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება

წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ წალენჯიხაში, იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის სამშენებლო სამუშაოებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია გაეცნენ.

ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი ფილიალის ამოქმედების შემდეგ წალენჯიხის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, იუსტიციის სახლის 600-ზე მეტი სერვისით თანამედროვე და კომფორტულ გარემოში ისარგებლოს. სივრცე სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

ფილიალში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. აქვე განთავსდება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისები.

წალენჯიხის იუსტიციის სახლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რიგით მე-16 ფილიალი იქნება. ამჟამად რეგიონში იუსტიციის სახლის 15 ფილიალი ფუნქციონირებს: ჭალადიდში, ხობში, სენაკში, აბაშაში, მარტვილში, ფოთში, მესტიაში, ზუგდიდში, რუხში, ორსანტიაში, ცაიშში, ჩხოროწყუში, ლესიჭინეში, ჯვარსა და ჯგალში.

სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ქვეყნის მასშტაბით ამჟამად იუსტიციის სახლის 128 ფილიალი ფუნქციონირებს.

მსგავსი სიახლეები.