— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის…

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი შარაბიძემ სიტყვით გამოსვლისას 2024 წლის პარლამენტისა და 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ცესკო-მ ბოლო ორ საერთო არჩევნებზე ფართო მასშტაბით გამოიყენა ელექტრონული ტექნოლოგიები და ორივე არჩევნების ადმინისტრირება მაღალ პროფესიულ დონეზე, შეუფერხებლად, კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა. მისივე თქმით, ტექნოლოგიების გამართული მუშაობა და  საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებთან შესაბამისობა ასევე დაადასტურა ამერიკული აუდიტორული კომპანიის, Pro V&V-ს მიერ ჩატარებულმა შესაბამისობის აუდიტმა.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნო ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება საქართველოში ჩატარებულ ბოლო ორ საერთო არჩევნებს, გამოყენებულ ტექნოლოგიებს. მინდა, აღვნიშნო, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყანას თითქმის არცერთი რეკომენდაცია არ მიეცა, რაც ძალიან სასიხარულოა. საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, გააგრძელებს არჩევნების ადმინისტრირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნა განხილვის დასრულების შემდეგ გიორგი შარაბიძემ.

განხილვა 26 იანვარს ჟენევაში გაიმართა და მასში მონაწილეობდა საქართველოს  დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის წარმომადგენლები.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

14 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

14 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

14 სთ წინ3 წთ