თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთიდან ტუროპერატორებს უმასპინძლა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთიდან ტუროპერატორებს უმასპინძლა

პოლონეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. კამპანიის ფარგლებში, ავიაკომპანია LOT Polish Airlines-თან თანამშრომლობით, საქართველოს პოლონეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პოლონელ ტუროპერატოებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ, B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის საკითხები განიხილეს.
გაცნობითი ტურის ფარგლებში, პოლონელი ტუროპერატორები თბილისის, გუდაურისა და კახეთის ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ, დაათვალიერეს სასტუმროები, ღვინის მარნები და მუზეუმები.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.