— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს გია აბაშიძე: ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს
პოლიტიკა

თურქეთმა და აზერბაიჯანმა, საქართველოს გავლით, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ ახალი, გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და აზერბაიჯანმა, საქართველოს გავლით, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ ახალი, გრძელვადიანი შეთანხმება…

თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს 33 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის საქართველოს გავლით მიწოდების შესახებ ახალ შეთანხმებას, რის შესახებაც, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარზე დაყრდნობით, სააგენტო Report-ი იტყობინება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაზი თურქეთს არსებული ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის მეშვეობით მიეწოდება. ბაირაქტარის ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს კასპიის ზღვაში მდებარე აფშერონის საბადოდან წელიწადში 2.25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას 15 წლის განმავლობაში, კონტრაქტი 2029 წელს შევა ძალაში და 2040 წლამდე გაგრძელდება.

მისივე თქმით, გრძელვადიანი კონტრაქტებისა და დივერსიფიკაციის სტრატეგიის მეშვეობით, თურქეთი უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და გააგრძელებს საწვავის ფასების კონკურენტულ დონეზე მართვას.

Report-ის ცნობით, თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს (EMRA) მონაცემებით, აზერბაიჯანმა გასული წლის იანვრიდან ოქტომბრამდე თურქეთში 9.8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტირება მოახდინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5%-იან ზრდას წარმოადგენს.

ამჟამად აზერბაიჯანი, რუსეთის შემდეგ თურქეთში, ბუნებრივი აირის სიდიდით მეორე ექსპორტიორია.

მსგავსი სიახლეები.

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული

3 სთ წინ2 წთ
გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც… პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული

3 სთ წინ3 წთ
ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში… პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს

4 სთ წინ5 წთ