— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

უძოს ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის გამაგრება მიმდინარეობს

უძოს ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის გამაგრება მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, უძოს ქუჩის N24-N26-ის მიმდებარედ ფერდის გამაგრება ხორციელდება. 5 100 კვ.მ ფართობზე, უსაფრთხოების მიზნით, დამცავი ბადე ეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„უძოს ქუჩაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იყო მძიმე მდგომარეობა. ტერიტორია, როგორც ფერდის ქვემოთ, ისე ზემოთ მცხოვრები ოჯახებისთვის, საფრთხეს წარმოადგენდა. დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ფერდის დატერასება ხდება. შედეგად, ეს მონაკვეთი აბსოლუტურად უსაფრთხო გახდება. აღნიშნულ ქუჩაზე უკვე გვაქვს ჩატარებული მსგავსი ტიპის სამუშაოები. არსებულ ფერდებს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, გავატარეთ პრევენციული ღონისძიებები და დღეს საფრთხე სრულად მოხსნილია. იგივე იქნება ამ კონკრეტულ ლოკაციაზეც“, – განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტისთვის, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 421 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და პარლამენტის დელეგატი დეპუტატი ვარლამ ლიპარტელიანი გაეცნენ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ