— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
სპორტი

UFC-ს ყველა წონის რეიტინგის ლიდერი კვლავ ილია თოფურიაა, ალექს პერეირამ მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა

UFC-ს ყველა წონის რეიტინგის ლიდერი კვლავ ილია თოფურიაა, ალექს პერეირამ მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა

ლას ვეგასში ჩატარებული UFC 320-ის შემდეგ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა.

რეიტინგის ლიდერი კვლავ ილია თოფურიაა, რომელმაც ივნისში ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. მესამე ადგილზე დარჩა მერაბ დვალიშვილი, რომელმაც UFC 320-ზე კორი სენდჰეგენს სძლია და სუპერმსუბუქი დივიზიონის ქამარი მესამედ დაიცვა.

რეიტინგში ოთხი საფეხურით დაწინაურდა და მეექვსეა ქვემძიმე წონის ახალი ჩემპიონი ალექს პერეირა. ბრაზილიელმა მებრძოლმა სატიტულო ბრძოლაში მაგომედ ანკალაევი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

UFC-ს ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P):

ილია თოფურია (საქართველო)
ისლამ მახაჩევი (რუსეთი)
მერაბ დვალიშვილი (საქართველო)
ხამზატ ჩიმაევი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
ალექსანდერ პანტოჟა (ბრაზილია)
ალექს პერეირა (ბრაზილია)
ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია)
ჯეკ დელა მადალენა (ავსტრალია)
ტომ ასპინალი (ინგლისი)
დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა)
მაგომედ ანკალაევი (რუსეთი)
მაქს ჰოლოუეი (აშშ)
ბელალ მუჰამედი (აშშ)
არმან ცარუკიანი (სომხეთი)
შავკატ რახმანოვი (ყაზახეთი)