— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინამ ვითარების გარდატეხა მოახდინა

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინამ ვითარების…

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინამ ვითარების გარდატეხა მოახდინა.

„არ მსურს გამოვიყურებოდე უჟმურად, რომელიც ადამიანებს სიხარულს უმწარებს, მაგრამ ნოემბერში ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით საუბრებს იამზე, თუ როგორ გადავიტანოთ ზამთარი“, – განაცხადა კულებამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუს დროს.

მისი თქმით, საუბრების გამართვა ომში „გარდამტეხი მომენტის“ შესახებ დღეს შეუძლებელია.

„კაცობრიობის ისტორიაში არსად ყოფილა ისე, რომ გარდამტეხი მომენტები ომის მსვლელობის დროს დაესახელებინათ, როცა რაღაც ჯერ ისევ მიმდინარეობს. სტალინგრადის შემდეგ ჟუკოვი მივიდა სტალინთან და ომში გარდამტეხი მომენტის შესახებ უპატაკა? ან მანშტაინმა დაურეკა ჰიტლერს და უთხრა: „ბატონო ჰიტლერ, ბოდიში, გარდამტეხი მომენტი მოხდა და ბერლინი ორ წელიწადში დაეცემა? ეს ბოდვაა“, – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ამგვარი განცხადებები „ყურადღების გადატანას“ უკავშირდება.

„ყველა გარდამტეხი მომენტი რეტროსპექტიულად განისაზღვრება. ამიტომ, განცხადებები იმაზე, რომ ომში გარდამტეხი მომენტი მოხდა, უკრაინამ ყველაფერი ამოაყირავა და ახლა კრემლში შევარდება – ბოდვაა. მესმის, რომ ვიღაცის ფსიქიკისთვის ეს სასარგებლო ისტორიაა, მაგრამ საჭიროა ცივი გონების შენარჩუნება. მე ვემხრობი იმას, რომ ვიფიქროთ“, – დასძინა მან.