— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

IMF პუბლიკაციას აქვეყნებს – „საქართველო: 2026 წლის IV მუხლის ფარგლებში ჩატარებული კონსულტაციები“, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა.

,,საქართველოს ეკონომიკამ გლობალური გაურკვევლობის გაძლიერების პირობებშიც, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, მაღალი მდგრადობა შეინარჩუნა. 2025 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 7.5%-ს შეადგენდა და 2026 წლის დასაწყისშიც ძლიერი ტემპი შენარჩუნდა. ამასთან, ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს აღემატებოდა და 2026 წლის აპრილში 5.9%-ს მიაღწია”, – აღნიშნულია ანგარიშში.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის ფისკალური და საგარეო პოზიციები  საერთაშორისო რეზერვებმა IMF-ის მიერ განსაზღვრულ ადეკვატურობის დონეს მიაღწია, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 35%-ზე ქვემოთ შემცირდა.

იმ შემთხვევაში, თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი უახლოეს პერიოდში დასრულდება, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 6.5%-მდე შენელდება, ხოლო 2028 წლისთვის ეტაპობრივად დაუბრუნდება საშუალოვადიან პოტენციურ მაჩვენებელს 5%-ს.

მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2027 წლის შუა პერიოდისთვის კვლავ სამიზნე დონეს დაუბრუნდება, ხოლო ფრთხილი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის პირობებში სახელმწიფო ვალი ახლანდელ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება.

მაღალი გაურკვევლობისა და განმეორებადი საგარეო შოკების ფონზე, პოლიტიკის მთავარი ამოცანებია ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელზე დაბრუნება, საერთაშორისო რეზერვების შემდგომი გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, რათა შენარჩუნდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი”, – აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ