თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი “ნაცები” როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო – ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ “დიფ სთეითის” ნარჩენები გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს
პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უფრო ძლიერი გავხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ

ვარლამ ლიპარტელიანი: მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უფრო ძლიერი გავხადოთ. ყველაფერს…

„კარგად მესმის, რომ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის მოაზროვნე, ჯანსაღ, უკეთეს ხვალინდელ დღეზე კონცენტრირებულ ახალგაზრდა თაობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, სრულად ვაცნობიერებ, რომ ქვეყნის მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, დიდ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს.
არავისთვის არის უცხო, რომ საკმაოდ დიდ წარმატებებს ახალგაზრდული ასაკიდან მივაღწიე და ჩვენი ქვეყნის დროშა საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ ავაფრიალე. გამარჯვებულის რანგში საკუთარი სამშობლოს ჰიმნის მოსმენა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რაც კი ცხოვრებაში განმიცდია, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რას გრძნობს ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა, როდესაც მხოლოდ საკუთარი შრომითა და ნიჭით აღწევს ისეთ გამარჯვებას, რომელიც არა მხოლოდ მისი ინდივიდუალური, არამედ საქვეყნო წარმატებაა. ჩემზე უკეთ არავინ იცის, რომ ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა კონკრეტული ადამიანებისა თუ ორგანიზაციების მხრიდან ხელშეწყობას ენიჭება. აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ახალგაზრდა საკუთარ პოტენციალს ბოლომდე გამოავლენს და შეძლებს, მიზანზე კონცენტრირდეს.
სწორედ ამიტომ, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ჩავუდექი სათავეში. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა, უზომოდ გახარებული ვარ, რადგან ნიჭიერ, განათლებულ, მიზანდასახულ, ნამდვილ ქართველ პატრიოტ ახალგაზრდებთან ურთიერთობის შესაძლებლობა გამიჩნდა. მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით თითოეულ მათგანთან შეხვედრას, იმისთვის, რომ დასახული მიზნების განხორციელებაში ხელი შევუწყოთ და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური გუნდი უფრო ძლიერი გავხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ“- წერს ვარლამ ლიპარტელიანი.

მსგავსი სიახლეები.

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური… პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას

9 სთ წინ2 წთ
უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC პოლიტიკა

უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC

10 სთ წინ1 წთ
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში… პოლიტიკა

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში

10 სთ წინ1 წთ