თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი “ნაცები” როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო – ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ “დიფ სთეითის” ნარჩენები გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს
პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე: სრულფასოვანი დებატისთვის მხოლოდ ტელევიზიის სურვილი არ კმარა. დებატს წინ უძღვის დაუსრულებელი მსჯელობა და პრეტენზიები. შეურაცხყოფა, სიტყვის გაწყვეტინება, ყვირილი- ეს ის ცუდი გამოცდილებაა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და დავძლიოთ

ვასილ მაღლაფერიძე: სრულფასოვანი დებატისთვის მხოლოდ ტელევიზიის სურვილი არ კმარა. დებატს წინ უძღვის დაუსრულებელი მსჯელობა და…
xr:d:DAFydZu4Y-4:7,j:2019147895625024284,t:23111608

„ამ მხრივ საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა, რაც საზოგადოებამაც უნდა იცოდეს. საქართველოს პირველი არხი მუდმივად ცდილობდა დებატების მოწყობას, მათ შორის წინასაარჩევნოდ, მაგრამ სრულფასოვანი დებატი არასდროს გამოვიდა, ვინაიდან საამისოდ მხოლოდ ტელევიზიის სურვილი და მონდომება არ კმარა:
ა) დებატების ჩატარების მცდელობას, როგორც წესი, წინ უძღვის დაუსრულებელი მსჯელობა და პრეტენზიები, ვინ ვისთან უნდა დაჯდეს სადებატოდ და, საბოლოოდ, ხშირად ასე ხდება იმიტომ, რომ ეს პროცესი უშედეგოდ დამთავრდეს. მაგალითად 2024 წლის შემოდგომაზე, არჩევნების წინ, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ საბოლოოდ მაინც უარი თქვა დებატებში მონაწილეობაზე.
ბ) 2024 წლის 4 დეკემბერს, თითქოს ნავსი უნდა გატეხილიყო, ოპოზიციის ორმა წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელმა და პაპუნა ჯანელიძემ თავად მოითხოვეს დებატები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლებმაც, თავის მხრივ, თანხმობა განაცხადეს დებატებში მონაწილეობაზე. გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ ერთ დებატს მეორე მოჰყვებოდა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დიალოგი დაიწყებოდა.
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პირველმა არხმა დაუყონებლივ შეცვალა სამაუწყებლო ბადე და 4 დეკემბერს 22.00 დებატები ჩაინიშნა, თუმცა, იმავე საღამოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მოულოდნელად, გადაწყვეტილება შეცვალეს და დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
2025 წლის იანვარში დებატების ჩატარების კიდევ ერთი მცდელობა იყო, ამჯერად ოპოზიციურ პარტიებს შორის, რასაც წინ ასევე ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღვოდა. თანხმდებოდა ყოვლად უმნიშვნელო ისეთი საკითხებიც კი, რის შესახებაც, წესით, პროდუსერი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ტელევიზია ამჯერადაც ყველანაირ დათმობაზე მიდიოდა და, მიუხედავად ამისა, თითქმის ბოლო წუთამდე მაინც არ იყო ცნობილი, შედგებოდა თუ არა დებატები.
დებატები შედგა, თუმცა, მუდმივი შეურაცხყოფის, სიტყვის გაწყვეტინების და ყვირილის ფონზე, ისე რომ მაყურებელს არც ესმოდა, ვინ რას ამბობდა. ამ გადაცემას შედეგად მხოლოდ ის მოჰყვა, რომ შემდგომ დებატებში მონაწილეობაზე ყველა კატეგორიულ უარს აცხადებდა.
ეს ის ცუდი გამოცდილებაა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და დავძლიოთ.
თავის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისევე როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მზად არის, რომ დაიწყოს დებატები და მცდელობას არ დააკლებს, რომ ეს პროცესი ნორმალურად წარიმართოს.- წერს მაღლაფერიძე

მსგავსი სიახლეები.

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური… პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას

4 სთ წინ2 წთ
უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC პოლიტიკა

უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC

5 სთ წინ1 წთ
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში… პოლიტიკა

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში

5 სთ წინ1 წთ