თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი “ნაცები” როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო – ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ “დიფ სთეითის” ნარჩენები გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს
პოლიტიკა

ვატიკანი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს – რწმენის დოქტრინის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ევროკავშირი საერთაშორისო სამართალს სელექციურად იყენებს და ზოგიერთ სამხედრო ინტერვენციას სანქციებს უწესებს, ხოლო სხვებს არა

ვატიკანი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს – რწმენის დოქტრინის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ევროკავშირი…

რომის პაპ ლეო XIV-ის მიერ მოწვეულ კარდინალთა დახურულ შეხვედრაზე, რომელიც ომის თემას ეძღვნებოდა, ვატიკანის რწმენის დოქტრინის ხელმძღვანელმა, ევროკავშირი, საერთაშორისო სამართლის სელექციურ გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, ევროკავშირი ზოგიერთ სამხედრო ინტერვენციას სანქციებით პასუხობს, ხოლო სხვების მიმართ სრულიად განსხვავებულ მიდგომას ირჩევს – ამის შესახებ Politico წერს.

ეს იშვიათი შეკრება პაპმა ლეომ იმისთვის მოიწვია, რომ განეხილათ ის, რასაც თავად “ძალაუფლების გლობალურ კულტურას” უწოდებს და ემსჯელათ, თუ როგორ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს ეკლესიამ.

დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პაპის მცდელობა, გადააფასოს “სამართლიანი ომის” ტრადიციული დოქტრინა, რომელიც, მისი შეფასებით, ზედმეტად ხშირად გამოიყენებოდა სამხედრო მოქმედებების გასამართლებლად. ამ პოზიციამ პაპი ლეო უკვე დააპირისპირა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან, რომელმაც კათოლიკური სწავლების პაპისეული ინტერპრეტაცია მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც პაპმა ლეომ ეჭვქვეშ დააყენა, შეესაბამებოდა თუ არა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის იერიშები “სამართლიანი ომის” კრიტერიუმებს.

რწმენის დოქტრინის დიკასტერიის პრეფექტმა, კარდინალმა, ვიქტორ მანუელ ფერნანდესმა განაცხადა, რომ მთავრობები სულ უფრო ხშირად იყენებენ მორალურ და სამართლებრივ პრინციპებს არა უნივერსალური სტანდარტების, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით.

“თუ რომელიმე ქვეყანა მტერია, მას არადემოკრატიულად აცხადებენ და სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ. მაგრამ თუ ის მოკავშირეა, ყურადღებას არ აქცევენ იმ ფაქტს, რომ იქ შეიძლება არ არსებობდეს სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები ან დემოკრატია”, – განაცხადა მან.

ევროპაზე საუბრისას კი ფერნანდესმა ევროკავშირი საგარეო პოლიტიკის არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულა.

მანვე დასძინა, რომ “ევროკავშირი, ერთი მხრივ, ერთ ქვეყანას ეკონომიკურ სანქციებს უწესებს, ხოლო მეორე ქვეყანას ფინანსურ დახმარებასა და იარაღს აწვდის. ამავე დროს, სხვა, უფრო მძიმე სამხედრო შეჭრისა და მოსახლეობისთვის გაცილებით სასტიკი შედეგების მიუხედავად, ანალოგიურად არ მოქმედებს”.

“ეს წინააღმდეგობები მიანიშნებს იმაზე, რომ პრაქტიკაში ყველაფერი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებამდე დადის”, – განაცხადა ფერნანდესმა.

მისი თქმით, “სამართლიანი ომის” შესახებ კათოლიკური სწავლებითაც კი მანიპულირებენ ზოგიერთები, რათა “ყველაზე უსამართლო ომების” ლეგიტიმაცია მოახდინონ.

“ომების შეჩერების ნაცვლად, ეს სწავლება მათ გამართლებას უწყობს ხელს”, – აღნიშნა კარდინალმა. ამის თავიდან ასაცილებლად, ფერნანდესმა აღნიშნა, რომ ლეგიტიმური თავდაცვის გამართლება “ყველაზე მკაცრი გაგებით” უნდა იქნას აღქმული, და უარყო პრევენციული ომის ფართო ლოგიკა, რომელსაც მთავრობები სულ უფრო ხშირად მიმართავენ სამხედრო მოქმედებების გასამართლებლად.

სავარაუდოდ, ეს პოზიცია კიდევ უფრო გააღრმავებს პაპ ლეო XIV-ისა და ჯეი დი ვენსის უთანხმოებას, რადგან ვენსი “სამართლიანი ომის” კათოლიკური სწავლების უფრო ფართო ინტერპრეტაციას იცავს.

როგორც ჩანს, კარდინალის სიტყვებმა მსოფლიო კარდინალთა კოლეგიაში მხარდაჭერა მოიპოვა. ვატიკანმა შეხვედრის შეჯამებაში აღნიშნა, რომ კარდინალთა სამუშაო ჯგუფების “დიდი ნაწილი” დაეთანხმა იმ აზრს, რომ საჭიროა ტრადიციული “სამართლიანი ომის” დოქტრინის გადახედვა.

დასკვნით სიტყვაში, პაპმა ლეომ მიანიშნა, რომ “სამართლიანი ომის” შესახებ დებატები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. მან კარდინალებს მადლობა გადაუხადა რჩევებისთვის და პირობა დადო, რომ ამ საკითხს “აუცილებელი თეოლოგიური და პასტორალური სიმკაცრით” მიუდგება.

მსგავსი სიახლეები.

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური… პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას

10 სთ წინ2 წთ
უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC პოლიტიკა

უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC

11 სთ წინ1 წთ
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში… პოლიტიკა

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში

11 სთ წინ1 წთ