— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: იკითხებოდა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით, უცხოური აგენტურის მოღალატეობრივ კამპანიას ექნებოდა კულმინაცია და ეს გააკეთეს კოლექტიურმა გვარამიებმა, რომლებმაც აფხაზეთის საკითხს ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი უწოდეს და მისი, როგორც “ტრავმული მეხსიერების” დავიწყება, პრაგმატულ ნაბიჯად წარმოაჩინეს

ვატო შაქარიშვილი: იკითხებოდა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით, უცხოური აგენტურის მოღალატეობრივ კამპანიას ექნებოდა კულმინაცია და…

გვარამიამ რადიკალურად განსხვავებული კონტექსტები იმიტომ გააიგივა ერთმანეთთან, რომ მთავარ სათქმელამდე მისულიყო – ეფემერული ევროინტეგრაცია უნდა იყოს უზენაესი ეროვნული მიზანი და არა საქართველოს გამთლიანება, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, აფხაზეთთან ანუ საქართველოს განუყოფელ ნაწილთან დაკავშირებით, უცხოური აგენტურის მიერ წამოწყებული მოღალატეობრივი კამპანიის კულმინაცია, კოლექტიურმა გვარამიებმა გააკეთეს, რომლებმაც აფხაზეთის საკითხს ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი უწოდეს.

შაქარიშვილი იხსენებს, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აგენტურა და მათი პატრონები ცდილობენ ასეთი დისკურსის შემოტანას და ოკუპირებული ტერიტორიების დათმობისკენ მიანიშნებენ.

“იკითხებოდა, რომ აფხაზეთთან ანუ საქართველოს განუყოფელ ნაწილთან დაკავშირებით, უცხოური აგენტურის მიერ წამოწყებულ მოღალატეობრივ კამპანიას, ექნებოდა საკუთარი კულმინაცია და ეს გააკეთეს კოლექტიურმა გვარამიებმა, რომლებმაც აფხაზეთის საკითხს ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი უწოდეს და მისი, როგორც “ტრავმული მეხსიერების” დავიწყება, პრაგმატულ ნაბიჯად წარმოაჩინეს.
გვარამიამ რადიკალურად განსხვავებული კონტექსტები იმიტომ გააიგივა ერთმანეთთან, რომ მთავარ სათქმელამდე მისულიყო – ეფემერული ევროინტეგრაცია უნდა იყოს უზენაესი ეროვნული მიზანი და არა საქართველოს გამთლიანება. უფრო მეტიც, რომ ერთი – მეორეს ხელს უშლის, თითქოს განვითარება და კეთილდღეობა ახლოსაა, ხოლო ის, რომ ოკუპირებული რეგიონები გვახსოვს და მხოლოდ მშვიდობით გვსურვს ქვეყნის გაერთიანება, იქამდე მისასვლელ გზას გვიხერგავს.

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აგენტურა და მათი პატრონები ცდილობენ ასეთი დისკურსის შემოტანას. გვახსოვს NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადება, ალიანსში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე შესვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ასევე აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გამხმოვანებელი ანალიტიკოსის, ლუკ კოფის მიერ 2018 წელს გაკეთებული განცხადება, რომელშიც მან თქვა: “თუ საქართველოს NATO-ში მალე გაწევრიანება სურს, ჩვენ ამას პრაგმატულად უნდა მივუდგეთ – ახლა NATO-ს წევრობას მისი ტერიტორიების ოკუპაცია აფერხებს.”

იგივე ნარატივები გვესმის უკრაინასთან მიმართებაში, უკვე საუბარია ტერიტორიულ კომპრომისებზე, საპირწონედ კი, მიწასთან გასწორებული, დანაწევრებული წარმონაქმნისთვის ევრო-ატლანტიკური “პერსპექტივის” შენარჩუნებას აყენებენ…
იგივე გვესმოდა 2008 წელს, ტრაგიკულად დასრულებული ავანტიურის შემდეგ, როდესაც 120 სოფელს ქვების გროვას უწოდებდა კოლექტიური ნაცმოძრაობა და გამარჯვებად წარმოაჩენდა, რომ ნაიარევ ქვეყანაში $4 მილიარდი შემოვიდა და საერთაშორისო ასპარეზზე ყურადღება მივიპყარით…
დრო გადის, სცენარი იგივეა, მხოლოდ ტაქტიკები იცვლება ხოლმე – ხან მგზნებარე “პარტიოტიზმს” დაავალებენ აგენტურას, ხანაც “პრაგმატულობას”… საბოლოო მიზანი კი ერთია – საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება!” – წერს ვატო შაქარიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

6 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

9 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

10 სთ წინ2 წთ