— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით

ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის…

“ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა.”- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.

“ერთდროულად ათეულობით ათასი არალეგალის შეღწევა ეს მიგრაციის საკითხიც აღარ არის, ეს ნიშნავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში შეჭრას, რის წინააღმდეგაც ვერაფერს აკეთებს ვერც ესპანეთის ხელისუფლება და ვერც ბრიუსელის ბიუროკრატია.
უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. წევრ ქვეყნებში დანაშაულის ყოველწლიური სტატისტიკის მიხედვით ასეულობით ათასი კრიმინალური აქტი სწორედ არალეგალი მიგრანტების მიერაა ჩადენილი. ავსტრიაში, ბელგიაში, იტალიაში, გერმანიაში პატიმართა 50%-მდე ამ ქვეყნებში ჩასული მიგრანტებისგან შედგება. ძარცვა, ქურდობა, გაუპატიურება, ძალადობა ეს იმ დანაშაულთა ჩამონათვალია, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდ ქალაქებში უკვე ყოველდღიურობად იქცა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარდა, უკონტროლო მიგრაციამ ევროპული ქვეყნები იდენტობის დაკარგვის რეალური რისკის წინაშე დააყენა. როგორც ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, ევროკავშირის მასშტაბით გარდაცვალება აღებატება შობადობას, მაგრამ ამ ფონზე ევროპის მოსახლეობა მაინც იზრდება და იზრდება სწორედ მიგრანტების ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის ეტაპობრივი ჩანაცვლება.
ზოგადად მიგრაციის საკითხი და კონკრეტულად ესპანეთის მიგრაციული კრიზისიც ევროკავშირის შიგნით განხეთქილების საგანია, რამაც კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ შენგენის ზონის მომავალი. მიუხედავად ესპანეთის მიმართ დეკლარირებული სოლიდარობისა, ევროკავშირის სხვა ქვეყნები ცდილობენ თავიდან აიცილონ მიგრანტების მეორადი გადაადგილება თავიანთ ტერიტორიებზე, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია მზად არის, ევროპის საზღვრების დასაცავად საგანგებო ზომები მიიღოს, მათ შორის, შეაჩეროს ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედება.
ევროკავშირი ღრმა კრიზისებშია, ეს არის დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანება, რომლისგანაც საქართველომ თავი შორს უნდა დაიჭიროს. დღეს ევროკავშირი არის მრავალსართულიანი დიდი შენობა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით.” – წერს შაქარიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა

12 სთ წინ2 წთ
ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს… პოლიტიკა

ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ

16 სთ წინ3 წთ
ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი… პოლიტიკა

ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი ყავდნენ მენშევიკებსაც, ზვიადსაც, მერეც, დღესაც! სულ გვეყოლება! მათი სახელი ლეგიონია!

18 სთ წინ2 წთ