— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება
პოლიტიკა

გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია

გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში…

“გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანების (ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი) დაკავების ირგვლივ აღძრული საზოგადოებრივი აჟიოტაჟი განსაკუთრებით გაამწვავა ერთ-ერთი დაკავებულის მშობლის არაჯანსაღმა აქტიურობამ.”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი კითხვას სვამს, თუ ტრაგიკულად დაღუპული გიგა ავალიანი სავარაუდოდ ავიწროებდა არასრულწლოვან ნია იმნაძეს, თანამედროვე გაჯეტების პირობებში რა უშლიდა მას ხელს, ინციდენტები ჩაეწერა და მტკიცებულებები ოჯახისთვის წარედგინა?

მისივე თქმით, ​ანომალურია დაზარალებული მხარის ოჯახის მიმართ განხორციელებული ვერბალური აგრესია და მუქარა.

“​ისმის სრულიად ლეგიტიმური კითხვები: თუ ტრაგიკულად დაღუპული გიგა ავალიანი სავარაუდოდ ავიწროებდა არასრულწლოვან ნია იმნაძეს, თანამედროვე გაჯეტების პირობებში რა უშლიდა მას ხელს, ინციდენტები ჩაეწერა, მტკიცებულებები ოჯახისთვის წარედგინა და შემდგომში აღნიშნულ სივრცეში ვიზიტები შეეწყვიტა?
თუ სავარაუდო შევიწროება არ ატარებდა სიმულაციურ ხასიათს, პრობლემის პრევენცია მტკიცებულებათა დროული დაფიქსირებითა და ოჯახის ინფორმირებით იყო შესაძლებელი, რაც პროცესს საწყის ეტაპზევე აღკვეთდა.

​თუმცა, ამის საპირისპიროდ, განვითარებული სცენარი მიუთითებს ქცევის იმ მოდელზე, სადაც კონფლიქტის ინსპირირება საკუთარი სოციალური სტატუსისა თუ მიმზიდველობის ხაზგასმას ემსახურება. აღნიშნულმა ქმედებებმა მძიმე შედეგები გამოიწვია მეორე მხარისა და მისი ოჯახისთვის. და როგორც ჩანს, ესკალაციის პროცესი სწორედ ხსენებული ერთ-ერთი პირის ქმედებებით დაიწყო.

​ანომალურია დაზარალებული მხარის ოჯახის მიმართ განხორციელებული ვერბალური აგრესია და მუქარა.
​
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, სწორედ აღნიშნულ პირს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია.

მოკლული გიგა ავალიანის საქმე: 2025 წლის შემოდგომაზე, თემქის დასახლებაში, ჯგუფურად სასტიკად ცემეს პედაგოგი გიგა ავალიანი, რომელიც მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაულის უშუალო შემსრულებლები (გაბაშვილი, რიკაძე და სხვები) უკვე მსჯავრდადებულნი არიან.
​თავდასხმა და მოტივი: ნია იმნაძე დააკავეს წაშლილი მიმოწერების აღდგენის შემდეგ. მას ბრალი ედება თავდამსხმელების წაქეზებასა და დანაშაულის დაგეგმვისკენ ბიძგებაში.
ანასტასია ბერუაშვილი (რიკაძის შეყვარებული) დააკავეს შეუტყობინებლობისთვის — მან წინასწარ იცოდა თავდასხმის გეგმის შესახებ და იცოდა ცემის ფაქტიც, თუმცა პოლიციას დაუმალა.

​გამოძიებისა და საქმის მასალების თანახმად, თავდასხმის ძირითადი გარემოებები და მოტივი უკავშირდება პირად უთანხმოებასა და შურისძიებას.

​პირადი კონფლიქტი: ნია იმნაძე გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე იყო. გამოძიების ვერსიით, მათ შორის არსებული პირადი უთანხმოებისა და კონფლიქტის ნიადაგზე, ნია იმნაძემ შურისძიების მიზნით დაარწმუნა და წაახალისა თავისი ნაცნობი მოძალადეები (გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვები), რომ გიგა ავალიანზე ფიზიკურად ეძალადათ.”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.