— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ვიქტორ ორბანი: უკრაინაში ფულს არ გავაგზავნით – უმჯობესია ვიცხოვროთ უნგრულ ოჯახებში, ვიდრე უკრაინელი ოლიგარქის სააბაზანოში

ვიქტორ ორბანი: უკრაინაში ფულს არ გავაგზავნით – უმჯობესია ვიცხოვროთ უნგრულ ოჯახებში, ვიდრე უკრაინელი ოლიგარქის სააბაზანოში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ბოლო დროს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გახშირებული მუქარების მიუხედავად, ბუდაპეშტი პოზიციას არ შეცვლის და უნგრელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს.

კერძოდ, უნგრეთი არ გაუგზავნის ფულს კიევს, არ დათანხმდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და არ დაუშვებს რუსული ენერგომატარებლების იმპორტის აკრძალვას.

ორბანი უკრაინის ხელისუფლების რიტორიკის გამკაცრებას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სასარგებლოდ ჩარევის მცდელობით ხსნის.

„უკრაინაში ფულს არ გავაგზავნით – უმჯობესია ვიცხოვროთ უნგრულ ოჯახებში, ვიდრე უკრაინელი ოლიგარქის სააბაზანოში. რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვას არ დავუშვებთ – ამის გარეშე კომუნალური გადასახადები არ შემცირდება, ხოლო უნგრული ოჯახებისთვის ენერგია მისაწვდომი არ იქნება. ჩვენ აგრეთვე არ დავუშვებთ, რომ უკრაინა ორ წელიწადში ყველა კანონის დარღვევით ევროკავშირში შეათრიონ – ეს იქნებოდა ომის გახანგრძლივება“, – დაწერა ორბანმა.