— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
სპორტი

ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად აირჩიეს

ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად აირჩიეს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„ფედერაციაში ოფიციალური წერილი დღეს მოვიდა, რითაც სანიკიძეს საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნა მიულოცეს და ჩემპიონთა ლიგის ჩატარებაში ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე წარმატებები უსურვეს.

ჩემპიონთა ლიგა ფიბა-ს მთავარი საკლუბო ტურნირია, რომლის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის პოპულარობა და მონაწილე გუნდების დონე ყოველწლიურად იზრდება. ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები იყვნენ – გერმანული ტელეკომ ბონი, ესპანური გუნდები – „ტენერიფე“ და „უნიკახა“.

წლებია, ვიქტორ სანიკიძე ფიბა-ს საშეჯიბრო კომიტეტის წევრია, რომლის ძირითადი ფუნქციაც ასაკობრივი სანაკრებო ჩემპიონატების შესაბამისი მიმართულებით ორგანიზებაა. ფიბა-ს ერთ-ერთი საიმიჯო და მთავარი საკლუბო ტურნირის წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა, ვიქტორ სანიკიძის მორიგი დაფასება და მისთვის ნდობის გამოხატულებაა“, – აღნიშნულია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.