— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ვიტალი კიმი: ვფიქრობ, უკრაინელი ხალხისთვის გამარჯვება არის უბრალოდ ომის შეწყვეტა და უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები მომავლისთვის

ვიტალი კიმი: ვფიქრობ, უკრაინელი ხალხისთვის გამარჯვება არის უბრალოდ ომის შეწყვეტა და უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები…

უკრაინის მიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ამბობს, რომ უკრაინელებისთვის ომში გამარჯვება ომის დასრულებაა. მისი თქმით, ტერიტორიებზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანების სიცოცხლეა და ამიტომ ის სამშვიდობო შეთანხმების სწრაფად გაფორმებას ემხრობა. კიმის განცხადებით, უკრაინა ომით დაიღალა, გამოიფიტა და უკრაინის არმიას კიდევ 4 ან 10 წელი ბრძოლის გაგრძელების რესურსი არ აქვს.

„პირადად ჩემთვის გამარჯვება – ჩვენი 1991 წლის საზღვრებია, როდესაც ადამიანები ბედნიერები იყვნენ და არ იღუპებოდნენ, თუმცა ყველა ძალიან დაიღალა. ამიტომ, ვფიქრობ, უკრაინელი ხალხისთვის გამარჯვება არის უბრალოდ ომის შეწყვეტა და უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები მომავლისთვის, რათა ჩვენმა შვილებმა შეძლონ ისე ცხოვრება, როგორც ჩვენ ვცხოვრობდით სრულმასშტაბიან შემოჭრამდე“, – განაცხადა კიმმა.