— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: აშშ რუსეთის მხრიდან ირანის დახმარების მტკიცებულებებს უგულებელყოფს, რადგან პუტინს ენდობიან

ვოლოდიმირ ზელენსკი: აშშ რუსეთის მხრიდან ირანის დახმარების მტკიცებულებებს უგულებელყოფს, რადგან პუტინს ენდობიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ რუსეთის მხრიდან ირანის დახმარების მტკიცებულებებს უგულებელყოფს, რადგან პუტინს ენდობიან. ამის შესახებ განცხადება ზელენსკიმ ალისტერ კემპბელთან პოდკასტში ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის შეეცადა აშშ-ის ყურადღება გაემახვილებინა სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის დროს რუსეთის მხრიდან ირანისთვის გაწეულ დახმარებაზე, თუმცა ეს ამაო აღმოჩნდა ვაშინგტონის პოზიციის გამო.

ზელენსკის განცხადებით, რუსული სამხედრო თანამგზავრებით ხდებოდა სპარსეთის ყურის ქვეყნების, ისრაელის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და რეგიონში მდებარე ამერიკული სამხედრო ობიექტების ფოტოგადაღება, შემდეგ კი ამ მონაცემებს თეირანს გადასცემდნენ.

„მე ეს ყველაფერი საჯაროდ ვთქვი. მოვისმინეთ აშშ-ის რეაქცია რუსეთის ქმედებებზე, რომ ეს უნდა შეჩერდეს? პრობლემა იმაშია, რომ ისინი ენდობიან პუტინს და ეს საწყენია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესზეც. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ტრამპის მომლაპარაკებელთა ჯგუფის წევრებმა ვერ გაიგეს დეტალები, თუ რა სურს სინამდვილეში რუსეთს და ზელენსკის თქმით, ეს იმას ბრალია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლებმა ძალიან დიდი დრო გაატარეს პუტინთან და სხვა რუს მაღალჩინოსნებთან.

უკრაინის ლიდერის თქმით, მას უკეთ ესმის პუტინის ფსიქოლოგია და მისი რეალური სამხედრო მიზნები. ზელენსკის განცხადებით, პუტინი არ გაჩერდება მას შემდეგ, რაც დონბასს მიიღებს და შეეცდება დნეპრისა და ხარკოვის დაკავებას.

„ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ნაწილობრივ ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ დონბასი ჩვენთვის არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.