— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: აფგან სადიგოვს, რომელიც გუშინ გააძევეს საქართველოდან, ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორჯერ მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ცოლ-შვილი კი გახიზნული ჰყავს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით

ზაალ ანჯაფარიძე: აფგან სადიგოვს, რომელიც გუშინ გააძევეს საქართველოდან, ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა…

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძეევებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, სადიგოვს ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორჯერ მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ცოლ-შვილი კი გახიზნული ჰყავს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით. მისივე შეფასებით, ჟურნალისტის საქართველოში ყოფნა კითხვებს აჩენს, რადგან მასაც შეეძლო ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრება, მაგრამ სადიგოვი საქართველოს არ ტოვებდა.

„საქართველოში დროებით მცხოვრებ და ანტისამთავრობო აქციების აქტიურ მონაწილეს აზერბაიჯანელ ე.წ. “ჟურნალისტს” აფგან სადიგოვს, რომელიც როგორც იქნა გუშინ გააძევეს საქართველოდან, ჩადენილი აქვს 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ორჯერ მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ცოლშვილი კი გახიზნული ჰყავს ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრით. ანუ თავადაც შეეძლო იქ წასულიყო.
ისმის 2 კითხვა: რატომ არ უერთდებოდა ამდენი ხანი ოჯახს? რა აჩერებდა საქართველოში? აი ამ კითხვებზეა პასუხი გასაცემი.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.