თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ჩვენი ჯერ კიდევ პარტნიორებად თუ მოკავშირეებად მიჩნეული ზოგიერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, ვერ ინელებს იმას, რომ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ ქვეყანა ზვარაკად არ შეწირეს მათ სამხედრო-პოლიტიკურ გეგმებს

ზაალ ანჯაფარიძე: ჩვენი ჯერ კიდევ პარტნიორებად თუ მოკავშირეებად მიჩნეული ზოგიერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, ვერ ინელებს იმას…

როგორც უკვე აღვნიშნე, 2026 წელი არ იქნება იმაზე მშვიდი ვიდრე 2025, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ჯერ კიდევ პარტნიორებად თუ მოკავშირეებად მიჩნეული ზოგიერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, ვერ ინელებს იმას, რომ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ ქვეყანა ზვარაკად არ შეწირეს მათ სამხედრო-პოლიტიკურ გეგმებს. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აქ სწორედ ამის გამკეთებელი ხელისუფლება დასვან – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, რადიკალური ძალების მიერ გამოყენებული ფორმულა „ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობას, მაგრამ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს“ – სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც უკვე აპრობირებულია და გულისხმობს ვითომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი, მაგრამ რეალურად გარე ძალების მიერ დაფინანსებული რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერას.

„როგორც უკვე აღვნიშნე, 2026 წელი არ იქნება იმაზე მშვიდი ვიდრე 2025, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ჯერ კიდევ პარტნიორებად თუ მოკავშირეებად მიჩნეული ზოგიერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, ვერ ინელებს იმას, რომ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ ქვეყანა ზვარაკად არ შეწირეს მათ სამხედრო-პოლიტიკურ გეგმებს. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აქ სწორედ ამის გამკეთებელი ხელისუფლება დასვან.
მათი ფორმულა: “ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, საქართველოს მთავრობას, მაგრამ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს,” უკვე გამოიყენება სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. ეს კი გულისხმობს ვითომ “თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის” მებრძოლი გარე ძალების დაფინანსებული და მომზადებული რადიკალური ჯგუფების და მათი ლიდერების მხარდაჭერას.
ჩვენ შეიძლება ჯერ ბოლომდე არც ვიცით სრული ინფორმაცია, თუ რა რესურსები უჯდება ჩვენს სახელმწიფოს ამ რადიკალური დესტრუქციული ჯგუფების განეიტრალება. რასაც რუსთაველის გამზირზე ხედავთ, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია დიდი სცენარის.
მსგავს სიტუაციებთან გასამკლავებლად ყოველთვის დიდ, თუ არა გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის კონსოლიდაცია და მუდმივი სიფხიზლე. ეს არაერთხელ დამტკიცებულა, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მაგალითებზე.“ – წერს ანჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ