ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთი არ უყვართ, ისინი ამჟამად „მტრები“ არიან და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება კონფლიქტის მოგვარებასაც შეუწყობს ხელს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ანჯაფარიძე წერს, გვარამიას განცხადება, გია ბარამიძის მიერ გაკეთებული პროვოკაციული განცხადებების გაგრძელებაა და საზოგადოებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობის იდეის დამკვიდრებას ემსახურება.
მისივე შეფასებით, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს საზოგადოებრივ ცნობიერებაში აფხაზეთის და ცხინვალის დათმობის თესლის ჩაგდება გარედან დაგეგმილი სქემა იყოს, ხოლო აქაური აგენტურის მეშვეობით, ამ თესლზე წყლის დასხმა შესაბამისი განცხადებებით – საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვა და დამუშავება.