— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ შემოვლითი გზებით ფული მიდის სამოქალაქო სექტორის დესტრუქციულ ნაწილთან – მარტა კოსის შემდეგ, ის მეორეა, ვინც საუბრობს „სამოქალაქო სექტორის“ ნიღბით მოქმედი რადიკალური ენჯეოების შემოვლით დაფინანსებაზე

ზაალ ანჯაფარიძე: ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ შემოვლითი გზებით ფული მიდის სამოქალაქო სექტორის დესტრუქციულ ნაწილთან – მარტა…

სამწუხაროა, რომ ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგი ჯერ ბოლომდე და სრულად არ ამოქმედდა. ეს რომ მომხდარიყო, ბევრი რამ დალაგდებოდა. უცხოური დაფინანსების მიმღებნი და რეგისტრაციაზე უარის მთქმელნი, კანონის ძალით დაისჯებოდნენ, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ნაჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ლორა თორნტონი, ევროკომისარ მარტა კოსის შემდეგ მეორეა, ვინც ამბობს, რომ შემოვლითი გზებით ფული მიდის სამოქალაქო სექტორის დესტრუქციულ ნაწილთან.

მისი შეფასებით, ხელისუფლების წინაშე მოქმედების მარტივი ალგორითმი დევს, რაც გულისხმობს უცხოელი აგენტების დაფინანსების შემოვლითი გზების გამოვლენას და მიღებული კანონების სრულად ამოქმედებას.

“ახლა კი სერიოზულად მივუდგეთ საკითხს, რომელიც ეხება საქართველოში უცხოური გავლენის აგენტების დაფინანსებას. სამწუხაროა, რომ ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგი ჯერ ბოლომდე და სრულად არ ამოქმედდა. ეს რომ მომხდარიყო, ბევრი რამ დალაგდებოდა. უცხოური დაფინანსების მიმღებნი და რეგისტრაციაზე უარის მთქმელნი, კანონის ძალით დაისჯებოდნენ.
საინტერესო რამ მოხდა, გუშინ ე.წ. “ჰელსინკის კომისიის” ბრიფინგზე. ლორა თორტონმა, არშემდგარი ქართული “ხავერდოვანი რევოლუციის” ამერიკელმა დედობილმა, ღიად განაცხადა, რომ არსებობს არხები, რომლებითაც შემოვლითი გზებით ფული მიდის სამოქალაქო სექტორის დესტრუქციულ ნაწილთან. ის მეორეა, ევროკომისარ მარტა კოსის შემდეგ, ვინც საუბრობს შემოვლითი გზებით ჩვენს ქვეყანაში “სამოქალაქო სექტორის” ნიღბის ქვეშ მოქმედი რადიკალური ენჯეოების შემოვლითი გზებით დაფინანსებაზე.
აქედან გამომდინარე, ხელისუფლების წინაშე მოქმედების მარტივი ალგორითმი დევს. გამოავლინონ უცხოელი აგენტების დაფინანსების შემოვლითი გზები და სრულად აამოქმედონ მიღებული კანონები.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.